საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას ე.წ. მწვანე სტატუსთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში აკრიტიკებს.
“საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება არ ეფუძნება მეცნიერულ მტკიცებულებებს და არ ითვსლისწინებს საერთაშორისო გამოცდილებას!
არ ნიშნავს, რომ ადამიანი დაცულია და მას აღარ დაემართება კივიდ-19!
კოვიდგადატანილი შესაძლოა, დაინფიცირდეს 1 თვეში, 6 თვეში, 12 თვეში და 24 თვეში და ამის მტკიცებულებები არის საკმარისი მთელი მსოფლიოდან.
ამერიკაში ჩატარებულმა კვლევმ (კომპიუტერული მოდელირებაში შეადარეს ადრე კოვიდ აფეთქებები და ახლანდელი კოვიდ-19 მონაცემები) აჩვენა, რომ კოვიდ გადატანილები არ არიან დაცულნი და რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო არ არიან დაცული. ანუ კოვიდ გადატანილის რეინფიცირების რისკმა შეიძლება, შეადგინოს 5%-დან 50%-მდე. გააჩნია: რამდენი დრო გავიდა ინფიცირებიდან; პაციენტის ასაკს; პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას; ასევე პაციენტის პრევენციული ზომებთან ხელმისაწვდომიბას (ვაქცინაცია/პირბადე/დისტანცია/იზოლაცია).
დასკვნა:
კოვიდგადატანილ პაციენტებში რეინფიცირების ალბათობა არის საკმაოდ მაღალი (3 თვე) განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ვირუსი ვრცელდება უკონტროლოდ.
კოვიდგადატანილების “გამწვანება” შესაძლებელია მაქსიმუმ 3 თვე!
კოვიდგადატანილი უნდა აიცრას 30 დღეში ინფექციის გადატანიდან. ეს მიცემს მას საშუალებას, რომ იყოს მაქსიმალურად დაცული. რატომ? პირველი აცრიდან სრულ დაცვამდე არის საჭირო დაახლოებით 45 დღე (1 აცრა – 1 აცრა 21-28 დღე და +14 დღე) “, – წერს გიორგი ფხაკაძე.