რამდენიმე კვირის წინ, ჟიზელ ბიუნდჰენი დედა მეოთხედ გახდა. მას ვაჟი 37 წლის ხოაკინ ველანტესგან შეეძინა.
44 წლის ტოპ-მოდელი პაპარაცებმა ჩვილთან ერთად პირველად რამდენიმე საათის წინ, მაიამიში, სეირნობის დროს გადაიღეს. ჟიზელი შავ „ლეგინსებში“ იყო გამოწყობილი და ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. მისმა გამოჩენამ საზოგადოებაში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია.
„რამდენიმე კვირის წინ იმშობიარა და რა საოცარ ფორმაშია“, „ნუთუ ოთხი შვილის დედაა“, „სრულყოფილ ფორმაშია“, „შეუძლებელია ასე მალე ჩადგეს ქალი მშობიარობის შემდეგ“, – არ წყდება კომენტარები.
მეოთხე შვილის მოლოდინში – 44 წლის ჟიზელ ბიუნდჰენის ვოიაჟი კოსტა-რიკას სანაპიროზე






