5 წლის დაჩის, რომლის ჯანმრთელობის პრობლემის შესახებ მოქალაქეებისთვის უკვე კარგად არის ცნობილი სოციალური ქსელიდან, უბედური შემთხვევის შედეგად, თვალზე პრობლემა აქვს და სჭირდება ოპერაცია, რომელიც თურქეთში ტარდება.
5 წლის დაჩის თვალზე ურთულესი ოპერაცია სჭირდება – ოჯახი დახმარებას ითხოვს
დაჩის შესახებ სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა ნანუკა ჟორჟოლიანმა და მოქალაქეებს გაერთიანებისკენ მოუწოდებდა.
დღეს ჟურნალისტი გვამცნობს სასიხარულო ინფორმაციას, რომ ნაცვლად 30 000 ლარისა, რომელიც ოპერაციას სჭირდებოდა, შეგროვდა 35 000 ლარი და ის უკვე დაჩის დედის ანგარიშზეა.
„რამდენიმე საათის წინ, 5 წლის დაჩისთვის რომ 30 ათასი ლარი გთხოვეთ, 35 ათასი აქვს უკვე დედას ანგარიშზე.
ასეთი ხალხი ხართ თქვენ!!
სულ რომ მზად ხართ სხვის გადასარჩენად!
მიყვარხართ!! მიყვარხართ!! სიგიჟემდე მიყვარხართ!
უახლოეს დღეებში დაჩის წავა თურქეთში!“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.