„როგორც არასდროს, ისე მჭირდებოდა დღეს მათი კიდევ ერთხელ ხილვა, რათა გამეხსენებინა ჩემი თავისთვის, რამხელა ისტორიის, კულტურის, გემოვნების, დახვეწილობის, ვაჟკაცობის, ურთიერთ პატივისცემის, თავისუფლების, ერთიანობის და სიძლიერის ერი ვართ! არ არსებობს არანაირი ძალა, რომელიც ამ ღირსებებს ამოშლის, გააქრობს და დაასამარებს!“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მომღერალი ნატალია ქუთათელაძე წერს.
ნატალია მადლობას უხდის ნინო და ილიკო სუხიშვილს, რომ „ამხელა საგანძურს, უდიდესი შრომითა და სიყვარულით გვინახავენ, ასაზრდოებენ და ავითარებენ“.
„ამ უაზრო და ძალიან უსამართლო პერიოდში, მოვხვდი სუხიშვილების კონცერტზე. არ ვიცი მერამდენედ ვესწრები მათ კონცერტს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ალბათ დამეთანხმებით, ის გრძნობა, რომელიც მათი ყურების დროს გვეუფლება, არ შეედრება არაფერს!!!
როგორც არასდროს, ისე მჭირდებოდა დღეს მათი კიდევ ერთხელ ხილვა, რათა გამეხსენებინა ჩემი თავისთვის, რამხელა ისტორიის, კულტურის, გემოვნების, დახვეწილობის, ვაჟკაცობის, ურთიერთპატივისცემის, თავისუფლების, ერთიანობის და სიძლიერის ერი ვართ!
არ არსებობს არანაირი ძალა, რომელიც ამ ღირსებებს ამოშლის, გააქრობს და დაასამარებს!
მადლობა ჩემთვის უსაყვარლეს და უძვირფასეს Sukhishvili Nino და ილიკოს, რომ ამხელა საგანძურს, უდიდესი შრომითა და სიყვარულით გვინახავენ, ასაზრდოებენ და ავითარებენ.
და ჯანდაბა ყველას, ვინც ცდილობს ჩვენი ტანჯვით მოპოვებული თავისუფლება წაგვართვას!!!“, – წერს ნატალია ქუთათელაძე