LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ამბობს 14 წლის აითაჯ შახმაროვას ბებია: „გადაწყვიტეს, რომ დარჩენილიყო იმ კაცთან ცოლის სტატუსით, მისი სახლში დაბრუნება, ოჯახის სირცხვილი იქნებოდა“

1368
ფორტუნა - 2023-10-16T004451.978

14 წლის გოგო აითაჯ შახმაროვა უკვე დაკრძალეს. მკვლელობისთვის დაკავებულია ქმარი, იძულებით გათხოვებისთვის დედა და ბიძა, დანაშაულის დაფარვისთვის მეორე ბიძა და ბიძაშვილი – გამოძიება გრძელდება. ბებიის ჩვენების საფუძველზე, გისოსებს მიღმა შესაძლოა, ოჯახის სხვა წევრებიც აღმოჩნდნენ.

„კურიერი P.S.“ -მა მოკლულის ბებიის ჩვენება მოიპოვა. სწორედ ბებიაა ის, ვინც შვილმოკლული დედა ამხილა და თქვა, რომ არაერთი თხოვნის მიუხედავად, გოგო დედამ მშობლიურ სახლში არ დააბრუნა.

„ჩემი შვილი ნატიკ მაგარამოვი არის მწყემსი. იგი მუშაობდა ალიმ სადიკოვთან. შარშან გავიგე, რომ ჩემს მეორე შვილს, ეგანა მაგარამოვას სურდა, მისი შვილის აითაჯის, ალიმ სადიკოვზე გათხოვება. იმ პერიოდში ბავშვი მხოლოდ 13 წლის იყო. უნდოდა თუ არა გათხოვება – აითაჯისთვის დედამისს არაფერი უკითხავს.

მიმდინარე წლის ზაფხულში, ჩემმა შვილმა მითხრა, რომ მას და აითაჯს შეხვდა ალიმ სადიკოვი და მალევე გაქრნენ მისი თვალთახედვიდან. აითაჯმა იმ დღეს დედას ვიღაცის ტელეფონიდან დაურეკა და უთხრა, რომ გამოიპარა საგარეჯოში იმ სახლიდან, სადაც სადიკოვმა წაიყვანა. საუბრის დროს აითაჯი ტიროდა და დედას სთხოვდა შველას. ეგანა კახეთში ძმებთან ერთად წავიდა. გადაწყვიტეს, რომ აითაჯი დარჩენილიყო იმ კაცთან ცოლის სტატუსით, მისი სახლში დაბრუნება  ოჯახის სირცხვილი იქნებოდა.

აითაჯს არ სურდა დარჩენა. მასზე ზეგავლენა ჩემმა შვილებმა მოახდინა, რადგან ბავშვს მათი აზრით, ფინანსურად და მატერიალურად უზრუნველყოფილი ცხოვრება ექნებოდა,” – ამბობს ბებია ჩვენებაში.

შეგახსენებთ, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით უკვე დაკავებულია აითაჯის დედა და ბიძა.

„ჩემი შვილი მოიტაცეს. მინდოდა იქ წასვლა, მაგრამ ბიჭმა მითხრა, აქ თუ ჩამოხვალ შენც მოგკლავო“ – საგარეჯოში მოკლული 14 წლის გოგოს დედის პირველი კომენტარი

„14 წლის აითაჯ შახმაროვას დედა იყო დანაშაულის ორგანიზატორი, სწორედ დედაა პირი, რომელსაც უშუალო წვლილი მიუძღვის გოგოს გარდაცვალებაში“ – რას ამბობს პროკურორი

გამოძიების თანახმად, აითაჯ შახმაროვა ქმარმა, 27 წლის ასიმ ასლანოვმა, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. კაცი, რომელიც მიმალვაში იყო, პოლიციამ რამდენიმე დღეში დააკავა.

ვიდეო: დააკავეს 27 წლის კაცი, რომელმაც საგარეჯოში 14 წლის ცოლი მოკლა

აითაჯ შახმაროვას მამას დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიანიჭეს – რას ყვება გარდაცვლილი 14 წლის გოგონას ბიძა

ვიდეო: „არ ვაღიარებ განზრახ მკვლელობას.. ვნანობ, მაგრამ განზრახ არ ყოფილა“ – რას ამბობს 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული

ვიდეო: „მაგარი გოგო იყო..ნევროზი ჰქონდა ჩემს შვილს“ – რას ჰყვება 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული კაცის მამა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g