მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულის, ალექსანდრე გაბაშვილის მამა, ალექსანდრე გაბაშვილი TV პირველთან საუბრისას ამბობს, რომ საქმის მასალებს გაეცნო.
პროკურატურა – „გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულები: გიორგი რიკაძე, დემეტრე ჩიქოვანი და ალექსანდრე გაბაშვილი თითქოსდა გოგონების სახელით სწერდნენ შერჩეულ მსხვერპლს, ითანხმებდნენ შეხვედრაზე და მათ უმოწყალოდ სცემდნენ“
ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე, თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ განაცხადა.
ბრალდებულის მამის თქმით, ჩხუბის ვიდეოში, რომელიც პროკურატურამ გაავრცელა მისი შვილი არ ფიგურირებს:
„რასაც გადავხედეთ ჩხუბის ვიდეოში, ჩემი ბავშვი მანდ არ არის… კი ბრალი წარუდგინეს… პროცესი იწყება თავიდან და აღმკვეთი ღონისძიების გადასაწყვეტად იქნება პროცესი მიუხედავად იმისა, რომ ისედაც ციხეში არის…
არცერთი დაზარალებული არ უნახავს ჯერ ადვოკატს, როგორც ჩანს არც არიან, 100 პროცენტით თუ არა 95 პროცენტით გეუბნებით, რომ ამ მასალებით, რაც მოგვცეს ჯერ არ შეგვხვედრია…“ – ამბობს ალექსანდრე გაბაშვილის მამა TV პირველთან.
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულებს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის კიდევ 4 ეპიზოდში მონაწილეობას ედავება – რა კადრებს ავრცელებს უწყება
ამის შესახებ თბილისის პროკურორმა, გიორგი მიქაიამ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურა გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს ჯგუფური ძალადობის სხვა ფაქტებში მონაწილეობასაც ედავება. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განცხადება თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ გააკეთა.
პროკურორის ინფორმაციით, საუბარია ძალადობის კიდევ 4 ეპიზოდზე.
პროკურატურა გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულების – ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის მონაწილეობით ჯგუფური ძალადობის სხვა ეპიზოდების ამსახველ ვიდეოკადრებსაც აქვეყნებს, მათ შორის პროკურატურის მიერ გავრცელებული მასალაში ჩანს ალექსანდრე გაბაშვილი სხვადასხვა სახის იარაღით.
როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, ერთ-ერთი ძალადობრივი ეპიზოდის ამსახველი ვიდეო გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის მობილურ ტელეფონში ინახებოდა.
