LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რაში სჭირდება მას ასეთი საყურე?“ – 10 წლის ბლუ აივი ბრილიანტის საყურეს 80 ათას დოლარად ყიდულობს და საზოგადოებას შოკში აგდებს

164
Untitled.pngyyt

ბლუ აივი დაბადებიდან ცნობილია. ბიონსესა და ჯეი-ზის ქალიშვილი საკმაოდ ნიჭიერი გოგონაა, ის ბრწყინვალედ მღერის და ცეკვავს, მეტიც, მან უკვე „გრემის“ ჯილდოს მოპოვებაც მოახერხა. ამით ის ისტორიაში რიგით მეორე ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი გახდა. ბლუ აივი კლიპში Brown Skin Girl შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს.

ბიონსე „გრემიზე“ გამარჯვებული ქალიშვილის ფოტოს ავრცელებს

აღსანიშნავია, ბლუ აივის ქონება უკვე 510 ათას ამერიკულ დოლარს შეადგენს, თუმცა საზოგადოება მაინც გააოცა იმ ფაქტმა, რომ 10 წლის გოგონამ აუქციონზე Lorraine Schwartz-ის საყურე 80 ათას დოლარად შეიძინა.

„10 წლისაა და ასეთი სურვილები აქვს უკვე“, „არ არის ყოველივე ეს სწორი და მართებული“, „რაში სჭირდება მას ასეთი საყურე?“, – წერენ კომენტარებში.

ცნობისთვის, ბიონსეს ქონება 426 მილიონ დოლარს შეადგენს, ჯეი-ზის ქონება კი უკვე ერთ მილიარდ დოლარს აღემატება.

„დედის ორეული“ – ბიონსესა და ჯეი-ზის 10 წლის ქალიშვილის გამოჩენის შემდეგ, ინტერნეტსივრცე ვარსკვლავური დედა-შვილის ფოტოებმა მოიცვა

ვიდეო: ბიონსესა და ჯეი-ზის ქალიშვილი გაიზარდა – ვარსკვლავური მამა-შვილის იშვიათი გამოჩენა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები