LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატი ბრეგაძის თქმით, ახალი კოდექსი პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პირთა უფლებრივ მდგომარეობას კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს – რას მოიცავს ინიცირებული პროექტი

156
Untitled design

„მინისტრის საათის“ ფარგლებში, პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს იუსტიციის მინისტრმა ახალი პენიტენციური კოდექსის პროექტზე ისაუბრა.

ბრეგაძე: ჩამოყალიბდება სატელევიზიო სტუდია „იუსტიცია“, რომელიც იქნება პროფესიული მედიასაშუალება იურისტებისთვის

რატი ბრეგაძის განცხადებით, პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. მინისტრმა განმარტა, თუ რას მოიცავს ინიციატივა და აღნიშნა, რომ კოდექსი პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირების უფლებრივ მდგომარეობას უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს:

„2012 წლის არჩევნების შემდეგ, საქართველოში მოვიდა ადამიანის ღირსებაზე ორიენტირებული ხელისუფლება, რომლის მთავარი ღირებულებაც ადამიანია. საზოგადოებამ ნათლად იხილა პენიტენციურ სისტემაში გატარებული წარმატებული რეფორმების შედეგები.

მუდმივი ზრუნვის საგანია ინფრასტრუქტურული პირობების მისადაგება თანამედროვე, მაღალ საერთაშორისო სტანდარტებთან.

რაღა თქმა უნდა, მთავარი საზრუნავი თანამშრომლების ღირსეული სამუშაო პირობებია, რაც მუდმივად უმჯობესდება. თუმცა, ჩვენ არ ვკმაყოფილდებით მიღწეულით, ყოველთვის ვეძებთ არსებულ გამოწვევებს და მათზე შესაბამის პასუხებს.

ახალი პენიტენციური კოდექსის პროექტი აუმჯობესებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა შრომით პირობებს და პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პირთა უფლებრივი მდგომარეობა კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აჰყავს.

ახალი პენიტენციური კოდექსის მიხედვით:

  • ბრალდებულს მიენიჭება ხანგრძლივი პაემნის უფლება;
  • ყველა სახის პაემანი სრულიად უფასო გახდება, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდადებულებისა;
  • უმაღლესი განათლების მიღების უფლება ექნება ყველას;
  • გაიზრდება სატელეფონო საუბრების რაოდენობა და ხანგრძლივობა;
  • გათანაბრდება ბრალდებულთა და მსჯავრდადებულთა საცხოვრებელი პირობები;
  • პენიტენციური სამსახურის ყველა დანაყოფს მიენიჭება სპეციალური სტატუსი, რაც თანამშრომელთა პირობებს თანაბარს გახდის და გააუმჯობესებს;
  • გაფართოვდება სპეციალური წოდების მქონე პირთა წრე;
  • მოსამსახურეები თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს გარდა, წელთა ნამსახურობის დანამატს მიიღებენ;
  • ახალი პენიტენციური კოდექსის პროექტი შემუშავებულია კანონმდებლობის კოდიფიკაციის რეფორმის ფარგლებში“, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ  გავრცელებულ ინფორმაციაში.
  • შეგახსენებთ, დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იუსტიციის მინისტრს უსმენენ. რატი ბრეგაძემ „მინისტრის საათის“ ფორმატში, უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა, ხმაურის ფონზე მიმდინარე სხდომაზე, მინისტრი დეპუტატების კითხვებს ჰპასუხობს.

 

რა საკითხებზე ისაუბრა იუსტიციის მინისტრმა პარლამენტში, ვრცლად წაიკითხავთ აქ:

მინისტრი: 2012 წლის შემდეგ, სტრასბურგის სასამართლოს ერთი საჩივარიც კი არ მიუღია წარმოებაში პენიტენციური სისტემიდან

„მაგ უზრდელობაზე როგორ გიპასუხო, ქალი ხარ“ – იუსტიციის მინისტრი ანი წითლიძეს

ხაბეიშვილი: მთავარსარდალი რომ ციხეში მოკლას და პუტინს ჩააბაროს ანგარიში, ეს ისწავლა რატი ბრეგაძემ გერმანიაში, როცა პრეზიდენტ სააკაშვილის დაფინანსებით წავიდა?!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g