LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ თქვა უარი საქართველოს რკინიგზამ რუსულ ენაზე – ოფიციალური განმარტება

150
ყყ

„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, შტადლერის მატარებლებში სადგურების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე 2 ენაზე: ქართულად და ინგლისურად ცხადდება.

უწყების ცნობით, “საქართველოს რკინიგზა” მუდმივად ზრუნავს მგზავრთა მაქსიმალურ კომფორტზე და   ცდილობს დახვეწოს და განავითაროს სერვისები.

“შტადლერის ტიპის მატარებლებში მოახლოებული სადგურების შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო საშუალებებით  ცხადდებოდა სამ ენაზე, რაც განცხადებების ხანგრძლივობის გამო მგზავრებში იწვევდა უკმაყოფილებას და დისკომფორტს.  შესაბამისად, თითქმის 4 თვეა სს “საქართველოს რკინიგზამ” მიიღო ტექსტის შემოკლებისა და გამოცხადების ინტენსივობის შემცირების  გადაწყვეტილება.

ვაცხადებთ, რომ ვინაიდან ოთხი თვეა შტადლერის სამგზავრო მატარებლებში  შემცირებული ტექსტი ნაკლები ინტენსივობით ცხადდება მხოლოდ ქართულ და  საერთაშორისოდ აღიარებულ ინგლისურ ენებზე, მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკის შესაბამისად, სს “საქართველოს რკინიგზის” აღნიშნული გადაწყვეტილება გამოწვეულია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებით და არ უკავშირდება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს”, – აღნიშნულია “საქართველოს რკინიგზის” განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები