რატომ უნდა ვებრძოლოთ ეგოიზმს – ამ თემაზე გადაცემაში ,,7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა ზაზა ქოიავამ ისაუბრა.
რა არის ეგოიზმი?
ესაა პირადი ინტერესების დაყენება საზოგადოებრივ ინტერესსა და სხვა ადამიანების ინტერესების წინ, ანუ საკუთარ ინტერესებზე ზრუნვა ნებისმიერ ფასად.
ეგოიზმის გამოხატულებას ვხვდებით ყველგან: საზოგადოებაში, მეგობრობაში, პირად ურთიერთობებში და ასე შემდეგ.
ადამიანი მეტ-ნაკლებად, მაგრამ ყველა ეგოისტია, სწორედ ეს ზემოხსენებული მეტ-ნაკლებობა განსაზღვრავს ჩვენში ეგოიზმის დოზებს და ქცევებს, ასევე საკუთარ თავზე თუ სხვათა ზრუნვას.
შეგვიძლია ჩავთვალოთ რომ ეგოიზმი უარყოფითი თვისებაა, რომელიც ჰარმონიულ ურთიერთობებს ხელს უშლის. ეგოიზმი ემპათიის მტერია, მისი პირდაპირი მოწინააღმდეგე. თუმცა „ზომიერი ეგოიზმი“ გვეხმარება შევინარჩუნოთ ინდივიდუალიზმი, ამიტომაც აქვს მის გამოვლინების სიმძაფრეს ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა.

რა ქცევებით ვლინდება ეგოიზმი?
რატომ უნდა ვებრძოლოთ ეგოიზმს?
ეგოისტ ადამიანს ეცვლება ღირებულებები, ვერ ხედავ თავის ნაკლოვანებებს, არ აღიარებს შეცდომებს, მიაჩნია რომ ყოველთვის მართალია, მასთან ურთიერთობა რთული და ტოქსიკურია. ეგოიზმი ჩვენს შიგნით ავითარებს შურს, უიმედობას და სასოწარკვეთას. შესაძლოა შემდგომი ეტაპი იყოს დეპრესია ან ფობიები.
ეგოიზმის მძაფრი შეგრძნების გარეშე ადამიანის ცხოვრება უფრო შინაარსიანი, საინტერესო და მრავალფეროვანი გახდება, შემცირდება შურის, უიმედობის და სასოწარკვეთის შეგრძნებები, შემცირდება დაბალი თვითშეფასების შეგრძნება და გახდება უფრო სასურველი და კომფორტული საზოგადოებასთან ურთიერთობებში.

როგორ გავუმკლავდეთ ეგოიზმს?