LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რეგენერაციულ მედიცინას ეძახიან მომავლის მედიცინას, რომელსაც დღეს ჩვენ ვაშენებთ უკვე საქართველოში“ – ონკოლოგიასა და რეგენერაციულ მედიცინაზე თენგიზ ტყებუჩავა გადაცემაში „პულსი“

541
თენგიზ-ტყებუჩავა

რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ მედიციის დოქტორი, საქართველოში რეგენერაციული მედიცინის ამერიკული ცენტრის დამფუძნებელი და დირექტორი, ამერიკაში სამედიცინო კომპანიის „ბოსტონ ტრანსტეკის“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, თენგიზ ტყებუჩავა სტუმრობდა. სტუმარმა გადაცემაში რეგენერაციული მედიცინისა და საქართველოში მისი განვითარების შესახებ ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობასა და ამ მიმართულებით რეგენერაციული მედიცინის როლზე.

პირველ რიგში მოგვიყევით თქვენი ცენტრის, რეგენერაციული მედიცინის კლინიკის, „რეგმედ ჯორჯიას“ შესახებ, რას წარმოადგენს ეს კლინიკა, როგორ დადგა მისი შექმნის აუცილებლობა და როგორ განვითარდა?

რეგენერაციულ მედიცინას საერთოდ ეძახიან მომავლის მედიცინას, რომელსაც დღეს ჩვენ ვაშენებთ უკვე საქართველოში. ამიტომ გაჩნდა იდეა დამეარსებინა საქართველოში ცენტრი, რადგან აქ არ არსებობდა მსგავსი რამ. რეგენერაციული ბიოაგენტების გამოყენება, უაღრესად ეფექტური მიდგომაა. ჩვენ არ ვიყენებთ ხელოვნურად და ქიმიურად შექმნილ პროდუქტს, ყველაფერი ნატურალურია, ეს არის მაგალითად ჩვენში ღეროვანი უჯრედები, ეგზოსომები, ნებისმიერი სხვა ბიოაგენტები. მათი წყალობით ჩვენ დავიბადეთ, ვარსებობთ და ვცოცხლობთ იმიტომ, რომ ისინი მრავლდებიან ჩვენში, ხელს უწყობენ ჩვენს ზრდას და განვითარებას და ამასთანავე თრგუნავენ ნებისმიერ პათოლოგიას, რომელიც ცდილობს ან იწყებს განვითარებას, ამიტომ ამ პრინციპით გახდა მისი გამოყენების აუცილებლობა. ღეროვანი უჯრედები პირველად 1956 წელს იყო გადანერგილი ამერიკაში და დღეს ეს არის ოქროს სტანდარტი მსოფლიოში.

რადგან ონკოლოგია ვახსენეთ და ამ მიმართულებით რეგენერაციული მედიცინა, გვიამბეთ რა არის თქვენი მთავარი პრინციპი ზოგადად პაციენტებთან და კონკრეტულად ონკოპაციენტებთან მუშაობისას? რას გულისხმობს და რა შესაძლებლობები აქვს რეგენერაციულ მედიცინას ონკოპაციენტებთან მიმართებაში?

ჩვენ საჭიროა აღვადგინოთ ის უჯრედები, რომლებიც უკვე დაზარალდა ონკოპაციენტებში. ხდება ბევრი უჯრედისა და ქსოვილების ნგრევა. აბსოლუტურად უნივერსალური მონიტორინგი არის, მაგალითად ქალებში, როდესაც არის ძუძუს კიბო, წარმოიდგინეთ ამის დროს ხდება ტრავმირება ამ კერის თუ იქ არის უკვე კიბო და ამის შემდეგ კიდევ დასხივება და ნებისმიერი ტრავმის დროს და ხდება გაჟონვა იმ სისხლძარღვებიდან, რომელიც ამ უბანშია, ანუ ანთება იწყება და ამ ფონზე კიდევ დასხივება, წარმოიდგინეთ რა შედეგებია ქსოვილებისთვის, ამიტომ ტკივილებისგან პაციენტი ცუდად ხდება,ზოგი გონებას კარგავს, ამის შემდეგ თუ უნიშნავენ ბიოფსიას, სადაც სიმსივნეა, ხდება ამ კარიბჭის, ბუდის გახსნა და შიგთავსის მთლიანად ორგანიზმში გავრცელება, ანუ ხდება ინტენსიური მეტასტაზირება. ამის შემდეგ ხდება დასხივება, იწყება ქიმიოთერაპია. ითვლება, რომ ისინი პირიქით, სტიმულირებენ კიბოს ზრდას და მეტასტაზირებას. ერთის მხრივ ჩვენ ვკლავთ კიბოს, მეორეს მხრივ ჩვენ ვსტიმულირებთ. ჩვენ ვკლავთ კიბოს უჯრედებს, მაგრამ რადგანაც კიბოს უჯრედებს ქმნის კიბოს უჯრედების ღეროვანი უჯრედები, ამიტომ ის დედა უჯრედი რჩება ამიტომ როგორც წესი, თითქოსდა არის რაღაც რემისია, დრო გადის და შემდეგ უფრო აგრესიული კიბო ჩნდება და აქ უკვე როგორც წესი, ცუდად მთავრდება. ეს სხვა ღეროვანი უჯრედებია, ეგრეთ წოდებული „ბოროტი“ ღეროვანი უჯრედები, ეს ის უჯრედები არ არის რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ.

რეგენერაციული მედიცინა რა ალტერნატივას და შესაძლებლობას სთავაზობს პაციენტებს განსხვავებით ტრადიციული ონკოთერაპიისგან?

ჩვენი მიდგომა აბსოლუტურად განსხვავებულია, ჩვენ არ ვართ მომხრე ისეთი აგრესიული ჩარევისა, ჩვენ უბრალოდ ვემყარებით პრინციპებს, რომელიც არის მეცნიერულად დამტკიცებული და გამართლებული. 1952 წელს დამტკიცდა, რომ კიბო ვერ არსებობს ჟანგბადის პირობებში, ანუ ჟანგბადი კიბოს კლავს. გერმანელმა მეცნიერმა, ოტო ვარბურგმა დაამტკიცა, რომ ნებისმიერი დაავადება, მათ შორის კიბო, ვერ ვითარდება მხოლოდ მჟავე პირობებში. ანუ ტუტე პირობებში ის კვდება. გარდა ამისა, რაც კვებავს კიბოს, ეს არის გლუკოზა, ამიტომ ჩვენ ვემყარებით ამ მთავარ ცოდნის სვეტს, რომ გარემო უნდა იყოს ტუტე, რომ ვერ განვითარდეს კიბო, ასევე ჟანგბადი იყოს მაქსიმალურად, რომელიც „დაახრჩობს“ კიბოს და გადაუკეტოთ საკვები გლუკოზის სახით, მისი შემცველი პროდუქტები. ამას ემატება მინერალები და ვიტამინები. საბჭოთა ეპოქის დროს ვიღაცამ თქვა, რომ ვიტამინები ცუდია კიბოს დროს და ამის შემდეგ ყველა მიჰყვა ამას ბრმად, ეს არის ყალბი პოსტულატი, რადგან კიბოს დროს ადამიანი ძალიან ბევრ მინერალს და საჭირო ელემენტებს კარგავს და მე ვუნიშნავ პაციენტებს სხვადასხვა ვიტამინებს, მათ შორის D ვიტამინს. აქ იცით რა დოზას უნიშნავენ პაციენტს? მაქსიმუმ 5000-ს და მე ვუნიშნავ ონკოპაციენტს? – თუ ეს არის გაფანტული სკლეროზი, 60-იდან 80 ათასამდე დღეში და თუ არის ონკოპაციენტი, მაშინ 100 ათასი საერთაშორისო ერთეული დღეში. ჩემს თავზე ვცდიდი და დიდ დოზებს ვღებულობდი, შევისწავლე რა როლს ასრულებს და როგორ მოქმედებენ ეს ვიტამინები, ამიტომ მე ჩამოვიტანე ასეთი მიდგომა. მაგალითად C ვიტამინი, რომელსაც უნიშნავენ 500-1000, გრამობით… ანუ აქ არც კი არის ისეთი დოზები…

პოლიპრაგმაზიის ეპოქაში, როცა ჭარბ დოზასთან გვაქვს საქმე თქვენ საუბრობთ, რომ რეალურად საკმარის დოზას არ უნიშნავენ ექიმები პაციენტებს…

აბსოლუტურად და სწორედ აქედან იწყება არასწორი მიდგომა, რადგან მედიცინა ძალიან სწრაფად ვითარდება, რაც იყო დოგმა გუშინ, დღეს მისი ახლით ჩანაცვლება ხდება…

თქვენ რაც ბრძანეთ დოზებთან დაკავშირებით წარმოუდგენელი და მოულოდნელია. ის დოზები, რაც თქვენ თქვით ნებისმიერი ექიმისთვის იქნება შოკისმომგვრელი – ამ ფონზე თქვენი დაკვირვებით, რა ცვლილებებს ამჩნევენ პაციენტები თერაპიის პროცესში, როგორია შედეგები?

შედეგი, რაც მე მომწონს არის მყისიერი, ზოგჯერ იყო, როდესაც მძიმე პაციენტი მოჰყავდათ, რომელსაც საუბარიც კი უჭირდა, ძალა არ ჰქონდა, ვერ დადიოდა და ასე შემდეგ. თერაპიის შემდეგ კი ადგებოდა და ამბობდა, რომ მოშივდა, ოჯახის წევრებს უკვირდათ, ეგონათ რომ კვდებოდა… ამ დროს კი ადამიანი წამოდგა და ამბობს რომ მოშივდა…

ხშირად პაციენტებს აინტერესებს, რამდენად შესაძლებელია თქვენი თერაპიის ჩატარება უკვე სხვადასხვა მიმდინარე ონკოლოგიური მკურნალობის ფონზე?

ჩვენთან შეიძლება მოსვლა მკურნალობის სტადიის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე. მაგალითად, დაუდგინდა პაციენტს ონკო პრობლემა, შეუძლია პირდაპირ მოვიდეს ჩვენთა. ჩაიტარა ვთქვათ ქირურგია და ცუდად გრძნობს თავს, შეუძლია მოვიდეს სანამ დაიწყება შემდეგი ეტაპი ქიმიოთერაპიისა. ასევე შესაძლებელია ქიმიოთერაპიის ფონზე ჩვენთან მოსვლა სამკურნალოდ, რადგან დასხივება კლავს როგორც კარგ უჯრედებს, ასევე ცუდ უჯრედებს. ჩვენი ჭკვიანი „ბომბები“ დამიზნებით მიმართულია იმ უჯრედებისკენ, სადაც საჭიროა. ქიმიოთერაპიის შემდეგ ვითარდება გულის უკმარისობა, ამიტომ პაციენტს კიბო კი არ კლავს, არამედ გულის უკმარისობა. ასე მოკლეს დედაჩემი ბოსტონში, ერთ-ერთ კლინიკაში. ისინი ხელმძღვანელობდნენ ძველი მეთოდებით. ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ავტორიტეტულია ესა თუ ის ცენტრი, თუ ის ხელმძღვანელობს გასული საუკუნის ტექნოლოგიებით, მაშინ მას არ აქვს ფასეულობა. პროგრესი უფრო არის პატარა, კერძო კლინიკებში, სადაც ნაკლები ბიუროკრატიაა…

ასეთი თერაპიის გამო ხდება ამ პაციენტებში იმუნიტეტის დათრგუნვა, ამიტომ ისინი დაუცველები ხდებიან, ადვილად ემართებათ ანთებები. თუ დაემართა ასეთ პაციენტს მაგალითად პნევმონია, ეს პაციენტი უკვე თითქმის განწირულია, მას ადვილად დაემატება შემდეგ სეფსისი და ეს უკვე განაჩენია. წინაპირობა შეუქმნეს ამ პაციენტებს, დაუცველი გახადეს ამ გამოწვევების წინაშე…

იმუნიტეტის საკითხს მინდა დავუბრუნდეთ, ის დოზები, რომლებიც თქვენ გადაცემაში გააჟღერეთ C, D ვიტამინთან მიმართებაში – მე ხშირად მსმენია, რომ C ვიტამინის გადაჭარბება დოზებში, ერთგვარად შესაძლოა კანცეროგენადაც მოგვევლინოს, რას ეფუძნება თქვენი ეს მე ვფიქრობ სარისკო და თამამი მიდგომა?

გეთანხმებით, მარტო D ვიტამინი საშიშია, რადგან გენერირებს, ხდება უფრო ინტენსიურად შეიწოვება კალციუმი, კალციუმი ილექება სისხლძარღვებში, მაგრამ ეს რომ არ მოხდეს, ამიტომ D ვიტამინთან ერთად უნდა მიიღოთ ვიტამინი K2, რომელიც იღებს კალციუმს და მიაქვს იქ, სადაც ჩვენ გვჭირდება ძვლებსა და კბილებში და ასეთ დროს არ არის საშიში და ამ დროს უნდა მიიღო მინერალი მაგნიუმიც, რომ მოხდეს D ვიტამინის შეწოვა და გააქტიურება.

მასშტაბები ონკოლოგიის მართლაც ძალიან გაიზარდა და საქართველოც არ არის გამონაკლისი, მიჰყვება გლობალურ სტატისტიკას, როგორ ხედავთ თქვენ ამ პრობლემას გლობალურად შეჯამების სახით რომ ვთქვათ, რაში ხედავთ პრობლემას და ასევე რაში ხედავთ გამოსავალსაც?

გეთანხმებით, ონკოლოგია გაიზარდა და გახდა აგრესიული, ამას განაპირობებს ცხოვრების პირობები, სტრესი, ეკოლოგია. დამტკიცებულია, რომ დიდ როლს თამაშობს მიტოქონდრიები, ეს პატარა ელექტროსადგურები ჩვენს უჯრედებში, ანუ თუ ხდება მათი ენერგიისა და ფუნქციის დაქვეითება, მაშინ ენერგია ეცემა, რაც ხელს უწყობს კიბოს განვითარებას.

ახალი ტერმინი გაჩნდა „ტურბო კიბო“, ანუ სწრაფი კიბო. ეს მოხდა კოვიდის აცრის ნიადაგზე, რადგან ამ აცრაში იყო  mRNA-ს კოდი, რომელიც იწვევს წახნაგოვან ცილებს, რომელიც რთული და საშიშია და ამის შემდეგ ძალიან გაიზარდა კიბოს შემთხვევები. რატომ მომწონს ის მეთოდი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ? – მყისიერია, სწრაფად მოქმედებს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ კიბოს უჯრედები ძალიან სწრაფად ვითარდებიან, როგორც წესი 24-48 საათი და თუ ეს ლეიკემიაა, მაშინ 10-14 საათი, ამიტომ რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოთ მკურნალობა როდესაც არის უკვე ასეთი მძიმე დიაგნოზი.

რას ეტყოდით იმ ონკოპაციენტებსა და მათი ოჯახის წევრებს, ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს დღეს მხარდაჭერას და იმედის მიცემას? რა იმედი შეიძლება მისცეთ თქვენი კლინიკისა და თქვენი სახელით? არის თუ არა სინათლე გვირაბის ბოლოს?

მე მინდა პაციენტებს ვუთხრა, რომ კიბო არ არის განაჩენი, თქვენ გაქვთ ძალიან კარგი შანსი, რომ დღეს თუ პაციენტი ენერგიულად და კარგად გრძნობს თავს, ის არ ამჟღავნებს რაიმე ონკოსიმპტომებს და მისი მარკერები ძალიან დაბალ დონეზეა ან გაქრა, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მართლაც კარგი რემისია რაღაც ეტაპზე. მას სჭირდება დადებითად განწყობა და რა თქმა უნდა კვების რეჟიმი…

magti 5g