LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რენატა ბეგიაშვილზე სავარაუდო ძალადობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

241
Untitled design

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოდელ რენატა ბეგიაშვილის მიერ გამოქვეყნებული პოსტის საფუძველზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. ამის შესახებ „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 24 აპრილს სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ მოქალაქემ გაავრცელა პოსტი, რომელშიც ის საკუთარი შვილის მამას ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. რენატა ბეგიაშვილმა ფოტოც გამოაქვეყნა, რომელშიც სახეზე მძიმე დაზიანებებით აქვს.

„ეს ბოლო წვეთია, ცრემლის ნაცვლად თვალიდან სისხლი მდის“ – ქარ­თვე­ლი მოდელი ფიზიკური ძალადობის შესახებ წერს: რას პასუხობს ბრალდებას მამაკაცი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g