LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Renault-ის წინააღმდეგ კოლექტიური სარჩელი შეიტანეს – მიზეზი პრობლემური ძრავებია

115
renault

კომპანია Renault-ს პრობლემური ძრავების გამო სასამართლოში უჩივლებენ. ავტომწარმოებლის წინააღმდეგ კოლექტიური სარჩელი ფრანგმა ავტომფლობელებმა მოამზადეს. მიზეზი – ძრავებია, რომელსაც მანქანებში 2012-დან 2016 წლამდე პერიოდში ამონტაჟებდნენ. სარჩელმა მინიმუმ რამდენიმე ათეული ადამიანი გააერთიანა და მათ სიას შესაძლოა Renault-ის სხვა კლიენტებიც შეუერთდნენ.

მოსარჩელეები კომპანიას ტყუილში სდებენ ბრალს, თანაც დამამძიმებელი გარემოებებით, ასევე თაღლითობასა და ადამიანების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებაში. სასამართლოში ჩივილის გადაწყვეტილება ავტომფლობელებმა მწარმოებელთან უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ მიიღეს: Renault ამტკიცებს რომ კლიენტების ტექნიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას დღემდე აგრძელებს.

Renault-ის მფლობელთა აზრით, კომპანიას ავტომობილების უკან გაწვევა ჯერ კიდევ მაშინ უნდა დაეწყო როცა პრობლემა აღმოაჩინა. საეჭვო ძრავით 400 ათასამდე მანქანაა დაკომპლექტებული, რაც საშიშროებას ძალიან ზრდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები