LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Renault-ის ყოფილი ხელმძღვანელი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

104
Renault-ის ყოფილი ხელმძღვანელი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

გარდაიცვალა ფრანგული ავტოკონცერნის Renault Group-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ლუი შვაიცერი. ბიზნესმენი 83 წლის იყო. გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

შვაიცერი Renault Group-ს 1992-2005 წლებში ხელმძღვანელობდა და კომპანიის გლობალურ გაფართოებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. სწორედ მისი ხელმძღვანელობისას გავიდა ბრენდი საერთაშორისო ბაზრებზე. ასევე, Nissan-ის პარტნიორიც მაშინ გახდა, რამაც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საავტომობილო ალიანსი შექმნა მსოფლიოში.

შვაიცერის ხელმძღვანელობით კომპანიამ ასევე გააძლიერა წარმოება ევროპასა და აზიაში, განავითარა ტექნოლოგიური ინოვაციები და საფუძველი ჩაუყარა იმ სტრატეგიას, რომელიც Renault-ს დღემდე აძლევს კონკურენტულ პოზიციას.

ლუი შვაიცერი ფრანგულ ბიზნესსა და სამრეწველო სფეროში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად მიიჩნეოდა.

აღსანიშნავია, რომ კომპანიისა და ოჯახის მხრიდან ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები