LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რიანა ტრევის სკოტს იყენებდა“ – ვარსკვლავური რომანის ახალი დეტალები

174
Rihanna-and-Travis

რიანასა და ტრევის სკოტის რომანი 2015 წელს დაიწყო. ისინი ერთმანეთს ფარულად ხვდებოდნენ და თავიანთ რომანტიკულ ურთერთობას არ ასაჯაროვებდნენ, თუმცა, რა თქმა უნდა მათი რომანი ვერ დაიმალა. უფრო მეტიც, პრესაში წყვილის ურთიერთობის ზედმეტად პირადული დეტალებიც გარვცელდა.

როგორც ჩანს, რიანა სკოტისთვის მუზა და მოტივაცია იყო, ეს რეპერმა თავად საუბრებში განაცხადა. ინსადერები ასევე აცხადებენ, რომ რიანა ტრევის სკოტს პირადი მიზნებისთვის იყენებდა და რეპერი ნამდვილ მარიონეტად აქცია.

წყვილმა ერთმანეთი პარიზის მოდის კვირეულზე გაიცნო, შემდეგ კი ისინი სიმღერაზე Bitch Better Have My Money ერთად მუშაობდნენ. თუმცა, რიანა და ტრევისი ერთმანეთს მალევე დაშორდნენ და უკვე 2017 წელს, ტრევის სკოტმა კაილი ჯენერთან დაიწყო ურთიერთობა, რომელმაც მას შვილი გაუჩინა.

გასულ წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა, თუმცა, ცოტა ხნის წინ, ინფორმაცია გავრცელდა, რომ კაილი და სკოტი კვლავაც ერთად არიან.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები