LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიანას შეცვლილი ვარცხნილობა და სახალისო წარწერა მაისურზე – ბარბადოსელი ლამაზმანის უახლესი ფოტოები

181
page

ბარბადოსელი ლამაზმანი, რიანა საკუთარი ბრენდის ახალი ხაზის, თმის მოვლის საშუალებების Fenty Hair-ის პრეზენტაციაზე გამოჩნდა. ამ დღეს არტისტი და „ბიზნეს ვუმენი“ შეცვლილი ვარცხნილობით იყო წარმოდგენილი. მან ამჯერად პარიკის გარეშე გადაწყვიტა საზოგადოების წინაშე გამოჩენა.

რირის შავი შარვალი და მაისური ეცვა, ზემოდან კი ყავისფერი, ხელოვნური ბეწვის ქურქი ჰქონდა მოცმული.

რამდენიმე დღით ადრე, რიანა სახალისო წარწერიანი მაისურით გამოჩნდა, ეს გახლდათ მაისური წარწერით – „პენსიაზე ვარ“.

და მართლაც, უკვე დიდი ხანია, რაც რიანა მუსიკალურ ინდუსტრიას ჩამოშორდა და საკუთარი შესაძლებლობები მოდისა და სილამაზის სამყაროში გამოავლინა. მისი ამ დროისთვის ბოლო, მერვე სტუდიური ალბომი – Anti, მან 8 წლის წინ გამოვიდა.

,,უბრალოდ დაელოდეთ” – რიანა ახალი დისკის გამოშვებას კიდევ დიდხანს არ აპირებს

„ამ მამაკაცის გვერდით თავს უსაქმურად ვგრძნობ და თავი მისი ასისტენტი მგონია“ – რიანას წარმოუდგენლად განსხვავებული ფოტოსესია Interview-თვის და საინტერესო ინტერვიუ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები