LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიჩარდ ჰამონდი სამი კვირის განმავლობაში სიჩქარის გადაჭარბებისთვის ორჯერ დააჯარიმეს

104
ქირიას NEWS შაბლონი

Top Gear-ისა და The Grand Tour-ის ყოფილი წამყვანი რიჩარდ ჰამონდი ბრიტანეთის სასამართლომ ორ სხვადასხვა შემთხვევაში სიჩქარის გადაჭარბებისთვის დააჯარიმა. დარღვევები 2025 წლის დეკემბერში 20-დღიანი ინტერვალით დაფიქსირდა, თუმცა საქმის განხილვა მხოლოდ ახლა დასრულდა.

პირველ შემთხვევაში ჰამონდი Porsche Taycan Cross Turismo-ს მართავდა და საათში 109 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდებოდა, მაშინ როცა მონაკვეთზე მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე 80 კმ/სთ იყო. დაახლოებით სამი კვირის შემდეგ კი Bentley Continental GT-ით 132 კმ/სთ-ით იმოძრავა, სადაც ლიმიტი 113 კმ/სთ-ს შეადგენდა.

საქმის გამოძიება იმითაც გართულდა, რომ პოლიცია რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ ახერხებდა ჰამონდისთვის საჯარიმო შეტყობინებების ჩაბარებას. სამართალდამცავებმა დოკუმენტები მის სხვადასხვა მისამართზე გაგზავნეს, თუმცა ისინი უკან დაბრუნდა. მოგვიანებით საქმეს სასამართლომ მიხედა, ხოლო ტელეწამყვანი პროცესს ადვოკატების მეშვეობით დაესწრო.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჰამონდს ორი ჯარიმა – 333 და 666 ფუნტი სტერლინგი დაეკისრა. გარდა ამისა, მას 240 ფუნტის ოდენობის სასამართლო ხარჯებისა და 532 ფუნტის დამატებითი გადასახადის გადახდაც მოუწევს. მთლიანობაში გადასახდელი თანხა 1 771 ფუნტ სტერლინგს (დაახლოებით 2 400 აშშ დოლარს) აღწევს.