LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიმა ბერაძე: „არ არის მოსაწონი შეურაცხყოფა, არც ოპოზიციის და პოზიციის მხრიდან – ჩემთვისაც მოუყენებიათ შეურაცხყოფა, მამაკაცებზეც ვსაუბრობ და ქალებზეც, გენდერი აქ რა შუაშია?“

183
რიმა ბერაძე

„არ არის ეს მოსაწონი (შეურაცხყოფა), არც ოპოზიციის და პოზიციის მხრიდან – ჩემთვისაც მოუყენებიათ შეურაცხყოფა, მამაკაცებზეც ვსაუბრობ და ქალებზეც, გენდერი აქ რა შუაშია?“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა რიმა ბერაძემ განაცხადა.

აღნიშნულით იგი მმართველი გუნდის წევრების მიერ ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს გამოეხმაურა.

„ირაკლი ბერაიას ენას ამოვაძრობდი იმის გამო, რაც თეონა აქუბარდიას აკადრა.. ესენი გველაპარაკებიან კაცობაზე, ქალის და მანდილის პატივისცემაზე“ – იაგო  ხვიჩია

„არ იყო მოსაწონი ჩვენი მეგობრების მხრიდან გარკვეული ფრაზები, ცოტა ზედმეტი მოგვდის ხოლმე თითოეულ ჩვენგანს და ეს უნდა ვაღიაროთ“ – მამუკა მდინარაძე

რიმა ბერაძემ არ დააკონკრეტა, თუ ვინ მიაყენა შეურაცხყოფა და თქვა, რომ „წასული თემაა და სახელს და გვარს არ დაასახელებს“.

„თავად ჩვენი ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოვიდა და თქვა, რომ ეს ფრაზეოლოგია იყო ჩვენი გუნდისთვის მიუღებელი. თავად გამოვიდა ბატონი ირაკლი შემდეგ და მოიხადა ბოდიში. ვფიქრობ, კოლეგიალურები უნდა ვიყოთ, ერთმანეთს პატივი ვცეთ და იმ ინსტიტუციას, სადაც ვიმყოფებით.

„მინდა ბოდიში მოვიხადო“ – ირაკლი ბერაია თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო ბოდიშს იხდის

რა თქმა უნდა, ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია, მაგრამ მე მექნება ერთი თხოვნა, რომ ეს უნდა გაითვალისწინოს ოპოზიციამ და პოზიციამ. იცით რა, ხშირი ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ ჩემთვისაც მოუყენებიათ შეურაცხყოფა მამაკაც დეპუტატებსაც და ქალებსაც, სხვათა შორის.

ხათუნა სამნიძე: „ირაკლი ბერაიამ თანამდებობა უნდა დატოვოს“

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფისთვის ნორმალურად ბოდიშიც არ მოუხდია.

ოღონდ ეს ყოფილა კამერებს მიღმა. კამერებთანაც ყოფილა, მაგრამ მე ჩემს თავს ვეცი პატივი და არ გავეცი პასუხი იმ ქალბატონს, როგორიც მას ეკადრებოდა.

მე მამაკაცებზეც ვსაუბრობ და ქალებზეც, გენდერი აქ რა შუაშია? ორივე მხარეზე ვსაუბრობ. ჩემი მისამართითაც იყო სექსისტური განცხადება, მაგრამ წასული თემაა და სახელს და გვარს აღარ დავასახელებ“, – განაცხადა ბერაძემ.

ინფორმაციისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა.

თეონა აქუბარდია – ირაკლი ბერაიას ცალყბად გაკეთებული ბოდიში არაფერში მჭირდება, კომიტეტიდან არ წავალ, ამ სიამოვნებას არ მივანიჭებ

გარდა ამისა, სიტყვიერი დაპირისპირება იყო ალუდა ღუდუშაურსა და ენმ-ის დეპუტატ ანა წითლიძეს შორისაც.

ანა წითლიძემ ალუდა ღუდუშაურს „დებილი“, ღუდუშაურმა ოპოზიციონერ დეპუტატს კი „ბანძი“ და „ფარჩაკი“ უწოდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g