LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება: შსს

81
შსს

უსაფრთხოების მიზნით, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყება მოუწოდებს მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს.

“უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, ნამახვანჰესის წინამოსამზადებელი სამუშაო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით, რიონის ხეობაში დილიდან არიან მობილიზებულები. გარდა ამისა, ადგილზე მობილიზებულია საპოლიციო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც რადიოკავშირის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს”,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რიონის ხეობაში სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიციის დაპირისპირებას 2 ადამიანის დაკავება მოჰყვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g