LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რისი გეშინიათ მშობლებო, აქამდე ვირუსი ბავშვებს არ შეხვედრია? დაიცავით რეგულაციები და გახსენით სკოლები, ბაღები”- ხატია სიჭინავა

625
BeFunky-collage

ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები შეზღუდვების გაუქმებას ითხოვენ, მათ შორის სამთო-სათხილამურო კურორტების, რესტორნებისა და სასტუმროების გახსნას. გარდა ამისა, აქციაზე მყოფებმა თავიანთი პრობლემები გააჟღერეს და კიდევ ერთხელ მოითხოვეს სკოლების გახსნა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა.

“გახსენით ქვეყანა! გახსენი ეკონომიკა” – ამ წუთებში აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს

ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა ხატია სიჭინავამ. მისი თქმით, ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც პირველი ტალღის დროს დაემორჩილა დაწესებულ შეზღუდვებს, რათა საკუთარი შვილები პანდემიისგან დაეცვა, თუმცა ახლა ხატია სიჭინავა ამბობს, რომ ჯობია ბავშვების მომავალზე ვიზრუნოთ.

ის მიიჩნევს, რომ ყველა კერძო სკოლა მზად არის, რეგულაციების დაცვით აღადგინოს საკლასო ოთახებში სწავლება.

“ერთი წელი გავიდა და ყველა მივხვდით, რომ ჩვენს ჯანმრთელობაზე ძალით ზრუნვას, სჯობს თვითონ ვიზრუნოთ ჩვენი შვილების მომავალზე. ამ მთავრობას გამორჩა, რომ ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობა ძალიან სავალალოა. 5-დან 15 წლამდე ბავშვებს ფიქსირდება დეპრესიის ნიშნები.

არ გვეშინია. ჩვენ გვინდა რომ ბავშვები დაუბრუნდნენ  წრეებს, სპორტს, განათლებას, ეს ყველაფერი მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

არ ვიცი, რისი გეშინიათ გაციების თუ ფსიქოლოგიური მდგომარეობის. ბავშვებს, რომლებიც უსიცოცხლო მცენარეებად გადაიქცენენ, საერთოდ აღარ უნდათ სწავლა და არც ონლაინ დასწრება.

იძულებულნი ვართ, მშობლები, რომ ძალა ვიხმაროთ, რომ როგორმე მოვანდომოთ და დაესწრონ გაკვეთილებს. რაზე ფიქრობთ მშობლებო? რისი გეშინიათ? აქამდე ვირუსი ბავშვებს არ შეხვედრია? დაიცავით რეგულაციები და გამოუშვით ბავშვები ჯანმრთელ გარემოში. გახსენით სკოლები და ბაღები. გახსენით ქვეყანა! ეს არის ჩვენი მთავარი მოთხოვნა”. – განაცხადა ხატია სიჭინავამ.

თუ პირველ მარტამდეც, ინფიცირების შვიდდღიანი მაჩვენებელი 4%-ზე ჩამოვა, ჩვენ განვიხილავთ რეგულაციის უფრო შემსუბუქებას და კიდევ უფრო ადრე გახსნასაც: ჩხენკელი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g