LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რისთვის არის საჭირო ჭამის დროს წესების დაცვა?

118
რისთვის არის საჭირო ჭამის დროს წესების დაცვა

რისთვის არის საჭირო ჭამის დროს წესების დაცვა? თანამედროვე სამყაროში მათი არსებობა უბრალოდ აუცილებელია, რადგან ხშირად რეკლამის გავლენის ქვეშ ჩვენ უფრო და უფრო მეტ საკვებ პროდუქტს ვყიდულობთ და ვიღებთ.

საკვები საჭიროა იმისთვის, რომ დავნაყრდეთ. მხოლოდ სასარგებლო პროდუქტების მიღება მნიშვნელოვანია საჭირო ფიზიკური და ფსიქოლოგიური თვისებების შესანარჩუნებლად. შიმშილის დროს თქვენ დაგეხმარებათ მხოლოდ თვით კონტროლი და ნებისყოფა. მიირთვით მხოლოდ მაშინ როცა გშიათ და იმდენი, სანამ დანაყრებას არ იგრძნობთ. ყველამ ვიცით, რომ ადამიანის ორგანიზმი შედგება წყლისგან. მის რაოდენობასა და ხარისხზე არის დამოკიდებული ადამიანის მეტაბოლიზმი და არა მხოლოდ. წყლის აუცილებელი რაოდენობა ადამიანისთვის არის 30 მლ ერთ კილოგრამზე. გირჩევთ, ზაფხულში მნიშვნელოვნად გაზარდოთ წყლის მიღება. არ შეიძლება ჭამის შემდეგ წყლის მიყოლება, რადგან ასუსტებს კუჭის წვენის მოქმედებას და ვერ ხერხდება მიღებული საკვების სრულყოფილი გადამუშავება.

ნურასოდეს ეცდებით ჭამოთ ბევრი და სწრაფად. მიირთვით ნელა და მაქსიმალურად დააკვირდით იმის გემოს რასაც მიირთმევთ. ამ ექსპერიმენტის ჩატარების შემდეგ ნახავთ, რომ გაცილებით ნაკლები მიირთვით, დანაყრდით და გემოთიც მეტად დააგემოვნეთ. ეს ხერხი დაგეხმარებათ, რომ თავიდან აიცილოთ ჭარბი ჭამის მავნე ჩვევა უმტკივნეულოდ. ნუ მიიღებთ საკვებს დაძინებამდე 3-4 საათით ადრე. საჭმლის მონელება მიმდინარეობს კარგად, როცა ადამიანი მოძრაობს. თუ ადამიანი იკვებება ძილის წინ, ძილის პროცესში მოდუნებულია და ნელდება ცხოველქმედება. ასეთ დროს, საჭმლის მონელების დრო იმატებს და უსიამოვნო დუღილი მიმდინარეობს კუჭში, რაც იწვევს მუცლის ზრდას. გარდა ამისა, თუ ეს სისტემატურად გრძელდება, იწვევს კუჭ-ნაწლავის დაავადებების წარმოქმნას. ღამით ჭამის შემდეგ, დილით გაღვიძებული ადამიანი, არის დასუსტებული და აქვს უსიამოვნო ხასიათი და დისკომფორტი.

ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია ორგანიზმის გაწმენდა. თუ თქვენ, სხეული გაძლევთ იმის საშუალებას, რომ ყოველ კვირეულად შეძლოთ შიმშილი და მოაწყოთ კვებითი განტვირთა 24 საათით, ეს დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა. ამ დროის მანძილზე მომნელებელი და გადამამუშავებელი ორგანოები ახერხებენ დასვენებას და აღდგენას. თუმცა, სანამ დაიწყებდეთ ამ რჩევის გამოყენებას, დარწმუნდით, რომ თქვენთვის შიმშილობა შეიძლება, გაესინჯეთ ექიმს და მისგან აიღეთ ნებართვა, რომ არ გამოიწვიოს გვერდითი და უკუჩვენებები. კვების რეჟიმისა და რაციონის შერჩევისას აუცილებლად დაუკვირდით საკუთარ ორგანიზმს. მიაქციეთ ყურადღება შეგრძნებებს, თავს როგორ გრძნობთ ამა თუ იმ საკვების მიღების დროს, რა დროს უფრო გირჩევნიათ კვება. ამ წესების გათვალისწინება დაგეხმარებათ თავს გრძნობდეთ მსუბუქად, წონაში დაიკლოთ და გქონდეთ სასიამოვნო შეგრძნება მთელი დღის მანძილზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები