LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობერტ სტურუა: ქართველები ბოლო დროს ისე გაირყვნენ, რომ ფულის გამო ყველაფერზე წავლენ (ვიდეო)

1246
sadfaf

რა აფერხებს ყოფილი სსრკ-ს ქვეყნების განვითარებას და არის თუ არა შესაძლებელი (ან საჭირო) რუსეთისა და საქართველოს შერიგება – ამ თემების განსახილველად ტელეკომპანია RTVI-ის გადაცემას “На троих” (“სამისთვის” – წამყვანები: ეკატერინე კოტრიკაძე და ტიხონ ძიადკო) რეჟისორი, რობერტ სტურუა სტუმრობდა.

რუსთაველის თეატრში მყოფ რობერტ სტურუას, პირველი შეკითხვა ბოლო პერიოდში პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დაუსვეს.

“ჩვენ ამას შევეჩვიეთ, ძალიან ნაცნობი ამბავია, რადგან აქ 30 წლის განმავლობაში იმართება მიტინგები. თეატრი არ უნდა იყოს სახელმწიფო შენობებთან ახლოს. უკვე გამაღიზიანებელია… ვერ ვიტან ქუჩურ დემოკრატიას…

მინდა, ხალხი დაწყნარდეს. ამ ყველაფერს, საერთო არაფერი აქვს დემოკრატიასთან და პოლიტიკასთან. არის რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც იბრძვის ძალაუფლებისთვის. ეს ჩემი აზრია, რა თქმა უნდა”, – ამბობს სტურუა.

გადაცემის წამყვანმა საქართველოს ექსპრეზიდენტთან დაკავშირებითაც ჰკითხა. კერძოდ, რატომ არ კარგავს აქტუალობას დღემდე მიხეილ სააკაშვილი.

სტურუა ამბობს, რომ მისი მოსაზრება ობიექტურ ჭეშმარიტებად არ უნდა აღიქვან, თუმცა აღნიშნავს, რომ ხელისუფლების ყოფილი ლიდერები აქციაზე მისვლისთვის მოქალაქეებს ფულს ურიგებენ და ეს ყველაფერი ერთგვარი სპექტაკლია.

“სააკაშვილმა საქართველოდან ბევრი ფული წაიღო. ვფიქრობ, ის უფრო მდიდარია, ვიდრე ივანიშვილი. ის იქიდან უბრალოდ კი არ გვიყურებს, არამედ გვმართავს. ეს ყველაფერი ფულის ხარჯზე ხდება.ქ ართველები ბოლო დროს ისე გაირყვნენ, რომ ფულის გამო ყველაფერზე წავლენ. ნათელია, რომ მათ 20 ლარს, შემდეგ 50-ს უხდიან და ჩამოყავთ პროვინციიდან. ეს ყველაფერი სპექტაკლია”, – აცხადებს სტურუა.

რეჟისორმა ჟურნალისტ, გიორგი გაბუნიას მონოლოგიც გაიხსენა, სადაც წამყვანმა ვლადიმირ პუტინს რუსულად აგინა. რობერტ სტურუა მიიჩნევს, რომ ეს დიდი სირცხვილი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g