LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობი უილიამსის ახალი ალბომის გამოსვლის თარიღი ტეილორ სვიფტის გამო გადაიდო

159
photo-collage.png (9)

რობი უილიამსის ახალი დისკის გამოსვლის თარიღი გადაიდო. არტისტის მეცამეტე სტუდიური ალბომი – BRITPOP, რომელიც 10 ოქტომბერს უნდა გამოსულიყო ახალი თარიღით დღის სინათლეს, 2026 წლის 6 თებერვალს იხილავს.

კულუარებში საუბრობენ, რომ თარიღის ცვლილების მიზეზი ტეილორ სვიფტის მეთორმეტე სტუდიური ალბომი – The Life of a Showgirl გახდა, რომელიც სწორედ 10 ოქტომბერს გამოვა. სპეკულაციის თანახმად, სვიფტის მუსიკალური პროექტი უილიამსის ფირფიტის წარმატების შანსებს შეამცირებდა.

ცნობისთვის, ახალ ალბომს უილიამსი 2019 წლის შემდეგ გამოუშვებს. სწორედ მორიგი კრებულის მხარდასაჭერად ეწოდა მომღერლის მიმდინარე ევროპულ ტურნეს სახელი, რადგან მის ფარგლებში მუსიკოსი ახალ სიმღერებს ექსკლუზიურად ასრულებდა. Britpop Tour 31 მაისს დაიწყო და 7 ოქტომბერს დასრულდება.

რობი უილიამსი სცენაზე თავდაყირა დაეშვა – არტისტის ევროპული ტურნე გრანდიოზულად დაიწყო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები