LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როცა არმანის შოურუმში შევიდა, მთელი გუნდი სუნთქვაშეკრული უმზერდა… თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ის არის თავისი თაობის ყველაზე ლამაზი ქალი“ – რას წერს კოკი ფერაზი ფანგანი ნინი ბადურაშვილის ვენეციურ თავგადასავალზე

11159
ნინი ბადურაშვილი

ნინი ბადურაშვილი ვენეციის კინოფესტივალზე ბრენდ „არმანის“ ამბასადორია.

მომღერალს წითელ ხალიჩაზე ულამაზესი მუქი ლურჯი კაბა ამშვენებს და შეუდარებლად გამოიყურება.

კადრებს ვენეციიდან სოციალურ ქსელში ნინის მენეჯერი, კოკი ფერაზი ფანგანი გვიზიარებს.

„ის საქართველოდანაა.

ქალი, რომელსაც გენებში აქვს ლალი ბადურაშვილის სილამაზე და ეკა კახიანის დახვეწილობა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ის არის თავისი თაობის ყველაზე ლამაზი ქალი! ბუნებრივად ლამაზი, თავდაჯერებული და დიდებულად ქართული.

როცა არმანის შოურუმში შევიდა, მთელი გუნდი სუნთქვაშეკრული უმზერდა, მათი აღფრთოვანება სიტყვებში ვერ ეტეოდა და წუთში ერთხელ უმეორებდნენ: „you are so beautiful!“

და შემდეგ, რა თქმა უნდა, დაინტერესდნენ საქართველოთი. აღმოჩნდა, რომ ორი მათგანი უკვე ყოფილა ჩვენს ქვეყანაში და აღფრთოვანებით იხსენებდნენ:

„უგემრიელესი სამზარეულო გაქვთ, საოცრად თბილი და მზრუნველი მასპინძლები ხართო. დაგვპირდნენ, რომ აუცილებლად ისევ ჩამოვიდოდნენ.

ეს არის საქართველო სილამაზის, დახვეწილობისა და სითბოს სამშობლო! მარიამობას გილოცავთ“, – წერს სოციალურ ქსელში კოკი ფერაზი ფანგანი.

ფოტო/ვიდეო: ქართული ეშხი, „არმანის“ საოცარი კაბა და უბადლო დახვეწილობა – ულამაზესმა ნინი ბადურაშვილმა ვენეციის კინოფესტივალზე გაიბრწყინა

„ქართული სილამაზე ვენეციის წითელ ხალიჩაზე!“ – ნინი ბადურაშვილი ვენეციის კინოფესტივალზე მიიწვიეს

ვიდეო: „დღეს ღამე მივფრინავ ვენეციაში და მაქვს პატივი ვიყო „არმანის“ ამბასადორი საქართველოდან. ვფიქრობ წინ ჯადოსნური დღეები გველოდება“ – ნინი ბადურაშვილი მიმართვას გვიზიარებს

ის საქართველოდანაა 🇬🇪 ქალი, რომელსაც გენებში აქვს ლალი ბადურაშვილის სილამაზე და ეკა კახიანის დახვეწილობა❤️თამამად…

Posted by Koki Ferrazi Pangani on ოთხშაბათი, 27 აგვისტო, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g