LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როცა მშიერ ბავშვებს მიწა ითხოვს ხოლმე, როცა თუნდაც მაძღარი ბავშვებით ძღება მიწა. მოდის ვიღაც კაცი და მეუბნება: ჩემკენ ხელი არ გამოიშვირო – სხვისი ბრალია“ – გიორგი კეკელიძე ბათუმის ტრაგედიაზე

273
2025-02-16_23-17-07_774247

მწერალი გიორგი კეკელიძე ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

„როცა მშიერ ბავშვებს მიწა ითხოვს ხოლმე,
როცა თუნდაც მაძღარი ბავშვებით ძღება მიწა,
როცა უბრალოდ, ბავშვებს, მიწა უმღერის იავნანას –
მე მინდა ვიყვირო და გავიშვირო ხელი,
მაგრამ მოდის
ვიღაც კაცი და მეუბნება:
ჩემკენ ხელი არ გამოიშვირო – სხვისი ბრალია.
მივდივარ მეორე კაცთან და მეორე კაცი მეუბნება, რომ მისკენ ხელს ნუ ვიშვერ – მესამე კაცის ბრალია
და დავდივარ ასე
და ბოლოს, მეათე კაცი მეუბნება, რომ ასე რადგან დავდივარ, მე
წყალს მტრის წისქვილზე ვასხამ უნებლიედ.
რომ ყველა უდანაშუალოა.
მაშინ ეგებ მე ვარ დამნაშავე?
და ვხვდები, რომ მეც ვარ და შენც ხარ.
რადგან, როცა გუშინ მე ჩავვარდი ორმოში – შენ არ იყვირე
და შენ რომ ჩავარდი – მე არ
და ხელი არ გავიშვირეთ.
არადა მტრის წიქვილი არასდროს მინახავს,
მისამართიც არ ვიცი მისი.
სულ მოყვრისას ვეძებ.
და რაც ბოლოს ვნახე – სულ ქარის წისქვილები იყო.
ისიც უქარობით გაყინული წისქვილები.
ქარი ჩვენში მაშინ იცის – როცა წაიღებს“, – წერს გიორგი კეკელიძე.

ცნობისთვის, გუშინ ბათუმში, უბედურ შემთხვევას ორი მცირეწლოვანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ბავშვები ერთ-ერთი გასახლებული მოქალაქის მიერ გაკეთებულ საკანალიზაციო თხრილში ჩავარდნენ, რომელიც წყლით იყო სავსე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

„ტრაგედია მოხდა, მაგრამ მნიშვნელოვანია მშვიდობა… ეს არ არის სამშენებლო ტერიტორია, სპეკულაციებს ცდილობთ“ – აჭარის ფინანსთა მინისტრი

„რა გჭირთ ხალხნო, რა გჭირთ! სხვის უბედურებაზე საკუთარი პოლიტიკური ამბიციების დაკმაყოფილების დრო არის?! რა ხალხი ხართ, ვის რად უნდა თქვენი ტაში და ფარისევლობა! „ორი ტრუპის” მომლოდინე უჯიშოებო!“ – „ქართული ოცნების“ წევრი, აჩიკო ბერიძე ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g