LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როცა შენი ბიჭი ალ პაჩინოა და მას წვიმის წვეთსაც კი არ აკარებ“ – 82 წლის ალი და მისი 39 წლით უმცროსი გულის სწორი წვიმიან ლოს-ანჯელესში

368
page

82 წლის ლეგენდარული მსახიობი, ალ პაჩინო ყოფილ შეყვარებულთან,  46 წლის ლუსილა სოლასთან ერთად გადაიღეს. წყვილი ბევერლი-ჰილსზე, პაჩინოს სახლთან, ვახშმობის შემდეგ დააფიქსირეს. წვიმიანი ამინდის მიუხედავად, ორივე შესანიშნავ განწყობაზე იყო. ლუსილას ქოლგა ეჭირა და საყვარელ მამაკაცს წვიმის წვეთებისგან იცავდა.

ცნობისთვის, პაჩინოსა და სოლას რომანი 2015 წლიდან დაიწყო, თუმცა ბოლო წლებში ალი სხვა, ასაკით ბევრად უმცროს გოგოებთან ერთად არაერთხელ გადაიღეს. როგორც ჩანს, „ნათლიმამას“ ვარსკვლავი კვლავ ძველ სიყვარულს დაუბრუნდა.

„როცა შენი ბიჭი ალ პაჩინოა და მას წვიმის წვეთსაც კი არ აკარებ“, „უსაყვარლესი ფოტოებია“, „რა საყვარლად იმალება ქოლგის ქვეშ“, – წერენ კომენტარებში.

„გული არ ბერდება“ – ალ პაჩინომ 82-ე დაბადების დღეს 28 წლის შეყვარებულთან ერთად აღნიშნა

82 წლის ალ პაჩინოს ახალ ფილმში იღებენ – პირველი ფოტოები გადასაღები მოედნიდან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები