LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა შენი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული გტოვებს, ასეთი შედევრი იბადება – ღიმილიანი მაილის გზა ჰიტამდე Flowers

424
მაილი-საირუსი

30 წლის მაილი საირუსს თანამედროვე მუსიკალური ინდუსტრიის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი შეიძლება დავარქვათ. მან 30 წლის ასაკში მოასწრო ის, რასაც ზოგიერთი ვარსკვლავი მთელი ცხოვრება უნდება: „ყველაზე მძიმე საქმე ბავშვობაში გავაკეთე, ახლა დასვენებისა და გართობის დროა“ – ამბობს საირუსი ერთ-ერთ ინტერვიუში.

მალის მიერ გამოშვებული 5 ალბომი ზედიზედ მოხვდა ბილბორდის ჩარტების სათავეში, რაც 21-ე საუკუნის სენსაციაა.

საირუსის კარიერაში პირადი ცხოვრების უდიდესი გავლენა იგრძნობა და ხანდახან, ეს მეტწილად განაპირობებს მის გასაოცარ წარმატებას.

მაილის ნამდვილი სახელია დესტინი ჰოუპი და ეს სახელი მას საგანგებოდ შეურჩიეს, როგორც ადამიანს, რომელსაც გარანტირებული იღბალი უნდა ჰქონოდა. ბავშვობაში მას ჰონდა მეტსახელი სმაილი, მომნუსხველი ღიმილის გამო, თუმცა ხშირად მას შემოკლებით მაილის ეძახდნენ.

მაილიმ ადრეულ ასაკში მიატოვა სწავლა, რათა მეტი დროს დაეთმო კინოსა და მუსიკისთვის. მოგვიანებით ინტერვიუში თქვა, რომ განათლების მიღება ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი: „ბებიამ კოლეჯში 62 წლის ასაკში ჩააბარა“ – ამბობს მაილი ბებიაზე, რომლის პატივსაცემად მუსიკოს მკლავზე დიდი ტატუ აქვს.

მუსიკალურ სამყაროში გამოჩენისთანავე, მისი სავიზიტო ბარათი იყო ენა, რომელიც მუდამ გამოყოფილი ჰქონდა. ამბობენ, რომ ამით ის უბრალოდ თავს იმშვიდებდა, რადგან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოსვლა, მისთვის სტრესი იყო. მომღერალს აქვს უამრავი ტატუ, მათ შორისაა თეოდორ რუზველტისა და ალბერტ აინშტაინის გამონათქვამები.

მაილი საირუსი ცეცხლოვან სინგლს ავრცელებს, რომელშიც ყოფილ ქმარზე, ლიამ ჰემსვორტზე მღერის

მაილი საირუსს აქვს დიაგნოზი, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, რაც ყოველდღიურ საქმიანობაში ხელს უშლის. ის ვერ იტანს მინიმალისტურ უწესრიგობასაც კი და როგორ ამბობს, არასწორად დაწყობილი პიცის ნაჭრებიც კი, მასში არანორმალურ აგრესიას იწვევს.  ამის გამო მას პრობლემები ჰქონდა სკოლაშიც, მაგალითად ცნობილია, რომ ის ევანგელისტური სასწავლებლიდან, არასათანადო ქცევის გამო გამოაგდეს. თავისი პირველი ხელფასი საირუსმა მიიღო მამის, ცნობილი მუსიკოსის ბილი რეი საირუსის კონცერტზე, როცა იქ დამხმარედ მუშაობდა. 2008 წელს მაილიმ უახლოეს მეგობართან, მენდი ჟირუსთან ერთად გააკეთა შოუ „იუთუბზე“ სახელწოდებით The Miley and Mandy Show, სადაც გოგოები აკეთებდნენ  ყველაფერს, რაც მოესურვებოდათ, ჭორაობდნენ, ცეკვავდნენ, მღეროდნენ. სულ „იუთუბზე“ შოუს 30 ეპიზოდი გავიდა, შემდგომ კი ის დაიხურა.

„მას თავად შეუძლია იყიდოს ყვავილები და თავად დაამყაროს რეკორდები“ – მაილი საირუსის ახალმა სინგლმა Flowers, Spotify-ის ისტორიაში რეკორდი მოხსნა

რეკორდული აღმოჩნდა ვიდეო სიმღერაზე Wrecking Ball, რომელმაც 100 მილიონი ნახვა იმდენად სწრაფად დააგროვა, რომ ყველა აქამდე არსებულ სტატისტიკას გადაასწრო. Super Bowl -ზე მისი გამოსვლამ კი ბიონსეს შოუს გადაასწრო, მათ შორის გამოხმაურებებისა და რეიტინგის თვალსაზრისით.

მაილის ცხოვრების დიდი სიყვარული დაკავშირებულია ლიამ ჰემსვორტთან, რომელსაც ის 2009 წლიდან ხვდებოდა, წყვილმა 2018 წელს იქორწინა, თუმცა ოფიციალური ქორწინება ძალიან ცოტა ხნით გაგრძელდა. ეს ისტორია მოსიკოსისთვის იმდენად  მძიმე აღმოჩნდა, რომ პირადი მან სიმღერაში გადმოიტანა და შექმნა ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი სიმღერა Flowers . ეს არის სიმღერა დაკარგულ შესაძლებლობებზე და ქალებზე, რომლებსაც შეუძლიათ იყვნენ ბევრად ძლიერნი, მამაკაცების გარეშე. სიმღერა მაილიმ ჰემსვორტის დაბადების დღეზე, 13 იანვარს გამოუშვა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ადრესატიც სწორედ ის იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები