LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდესაც აშშ სანქციებს გააუქმებს, ირანი ბირთვულ საქმიანობას დაუყოვნებლივ შეცვლის: ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

106
მუჰამად ჯავად ზარიფი - ირანის საგარეო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, მუჰამად ჯავად ზარიფის განცხადებითირანი დაუყოვნებლივ შეცვლის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ საქმიანობას, როდესაც აშშ სანქციებს გააუქმებს.

როგორც მინისტრმა თქვა, რომ თეირანის მხრიდან მიღებული უსაფრთხოების ზომები პასუხი იყო – აშშ-ის, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის შეთანხმების პირობების დარღვევების თაობაზე.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ ვაშინგტონი მზადაა 2015 წლის შეთანხმების აღსადგენად იმ შემთხვევაში, თუკი თეირანი ხელშეკრულების პირობებს სრულად შეასრულებს.

შეგახსნებთ, რომ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საერთაშორისო ბირთვული შეთანხმება 2018 წელს დატოვა და ირანს სანქციები დაუწესა. ირანმა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შემსუბუქება 2019 წლიდან დაიწყო.

ირანის ხელისუფლება აშშ-ის სანქციების მოხსნის დასაწყებად ბოლო ვადად 23 თებერვალს აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აცხადებს, რომ საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს საქმიანობას შეზღუდავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები