LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როდესაც ერთ-ერთი ასეთი ჩამორთმეული მანქანით დადიოდა ერეკლე კოდუა, იმიტომ, რომ მე მაშინ მისი მეუღლე ვიყავი, იმ მანქანაში ვიჯექი, ჩემთვის არავის გადმოუცია“ – რას აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი

954
ნანუკა ჟორჟოლიანი

„ქალბატონმა თეა წულუკიანმა [დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე] დღეს მოიყვანა ადამიანი, ვინმე ჯუმბერ ბუზალაძე, რომელიც საუბრობდა, რომ თურმე მას ჰბრალდებოდა რომელიღაც იაპონურ ორგანიზებულ ჯგუფთან თანამშრომლობა, ამაზე თურმე, 2000-იან წლებში გამიკეთებია რეპორტაჟი და თურმე, სინამდვილეში, ამის უკან იდგა ის, რომ მე მისი ავტომანქანის სურვილი მქონია და მან ამ დრომდე არ იცის, ავტომანქანა გადმომეცა თუ არა“, – ამის შესახებ ტელეჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა დღეს, „ფეისბუკის“ პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს ისაუბრა.

დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე გამოხმაურების დროს, ნანუკა ჟორჟოლიანმა თქვა, რომ ეს ამბავი სიცრუეა და მას ჯუმბერ ბუზალაძე, როგორც რესპონდენტი, არც ახსოვს.

„ნამდვილად იყო ერთი ასეთი ფაქტი, რომელსაც ვადასტურებ და ეს ამბავი არასდროს უარმიყვია, როდესაც ერთ-ერთი ასეთი ჩამორთმეული მანქანით დადიოდა მაშინდელი სოდ-ის უფროსი, ერეკლე კოდუა, საბა კოდუას მამა და იმიტომ, რომ მე მაშინ მისი მეუღლე ვიყავი, ვიყავი იმ მანქანაში.

ჩემთვის ის მანქანა არავის გადმოუცია, ტყუილია, რომ რაიმე პირად საკუთრებაში იყო, უბრალოდ, მე ვიჯექი ჩემი ჩემი მეუღლის მანქანაში, რომელიც მაშინ წარმოადგენდა იმ სამსახურს, რომელიც იყენებდა ასეთ ჩამორთმეულ მანქანებს“, – თქვა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

ნანულას მიმართვა ჯალათეას 💘 ასევე, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ. ეს მოპარული მანქანები იძებნებოდა ინტერპოლით. შევარდნაძის დროს, ამ მოთხოვნებზე რეაგირება არ ხდებოდა. ზიანდებოდა მოპარული მანქანის კოდი და იყიდებოდა სხვადასხვა ქვეყანაში. ანუ, საქართველო იყო ტრანზიტი. რაზეც ინტერპოლს ჰქონდა მოთხოვნა ის მანქანები უბრუნდებოდა პატრონს, რაც არა, რჩებოდა სახწლმწიფო ბალანსზე როგორც ვამბობ ჩართვაში.

Posted by Nanuka Zhorzholiani on სამშაბათი, 15 აპრილი, 2025

ცნობისათვის, დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ჯუმბერ ბუზალაძეს მიმართა:

„ვანო მერაბიშვილს რომ მეუღლისთვის თამარ სალაყაიასთვის და ერეკლე კოდუას ნანული იგივე ნანუკა ჟორჟოლიანისთვის უნდოდა ეს მანქანები და იმიტომ გართმევდნენ, საიდან იცით?“.

აღნიშნულის საპასუხოდ ჯუმბერ ბუზალაძემ განაცხადა: „ერთ გორელს ჰყავდა ჩემნაირი მანქანა, ედავა და ვერ წაართვა, მე მომერია. დაკითხვის დროს ნანუკა შემოვარდა ორი ოპერატორით და რ2-ის ეთერში გამომაცხადა, რომ ვარ იაპონურ მაფიასთან შეკრული, ჩავდივარ იაპონიაში, ვაპარვინებ მანქანებს, გადამყავს დუბაიში და იქიდან მომყავს საქართველოში“.

magti 5g