LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როდესაც გამაახალგაზრდავებელ პროცედურებს, ეგზოტიკურ კურორტებზე დასვენებას, შენი შვილებისთვის თუ ნაცნობი ქალებისთვის სწავლისა და საჩუქრების ხარჯებს შენი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის გაწეულ დანახარჯებს უწოდებ, მიუთითებს ამორალური ხარ“ – წილოსანი სააკაშვილზე

357
ნინო წილოსანი, მიხეილ სააკაშვილი

უმრავლესობის დეპუტატი, ნინო წილოსანი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა:

თინა ბოკუჩავა: „მზად ვარ ნებისმიერი ფიცი დავდო, რომ არანაირი ტელეფონი არცერთი პრეზიდენტის, მათ შორის არც მესამე პრეზიდენტის მხრიდან არასდროს მიმიღია“

აღნიშნულით მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ბიუჯეტიდან მისთვის თანხა გაიხარჯა.

„მიხეილ სააკაშვილს კორუფციისთვის, 9 მილიონი ლარის ოდენობით თანხის პირადი მიზნით გამოყენებისთვის, ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
როდესაც გამაახალგაზრდავებელ და გამაჯანსაღებელ პროცედურებს,

ეგზოტიკურ კურორტებზე დასვენებას, შენი შვილებისთვის თუ ნაცნობი ქალებისთვის სწავლისა და საჩუქრების ხარჯებს შენი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის და დეოკუპაციისთვის გაწეულ დანახარჯებს უწოდებ, გარდა იმისა, რომ აღნიშნული სისხლის სამართლებრივი დანაშაულია, ასევე მიუთითებს, როგორი უტიფარი და ამორალური ხარ
მიხეილ სააკაშვილმა დამსახურებულად მიიღო ის, რაც ეკუთვნოდა.

ქართველმა ხალხმა უარყო ჯერ კიდევ 2012 წელს და ეს განაჩენიც მისი ჩადენილი ბოროტმოქმედებების ერთ-ერთი შესაბამისი სასჯელია“, – წერს წილოსანი სოციალურ ქსელში.

პროკურატურა: „2009 წლის მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის პირადი კომფორტის და ფუფუნებისთვის დანაშაულებრივად გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367 ლარი“

უწყება დიდი ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვის საქმეზე, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთის მისჯისა და სდსს-ს ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიასთვის 300 ათას ლარიანი ჯარიმის დაკისრების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

ლევან მახაშვილი: „სასამართლოთი დადასტურდა, რომ თანხები პირდაპირ იხარჯებოდა სააკაშვილის ბოტოქსზე, მის გახდომაზე, მისი თმის მოვლაში – მე ამ საქმეს შევაფასებდი „ხალხის ფულის ჭამის საქმედ“

მიხეილ სააკაშვილს კორუფციისთვის, 9 მილიონი ლარის ოდენობით თანხის პირადი მიზნით გამოყენებისთვის, ცხრა წლით თავისუფლების…

Posted by ნინო წილოსანი • Nino Tsilosani on ოთხშაბათი, 12 მარტი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g