ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრებში გამოძახებასთან დაკავშირებით საუბრობს და განმარტავს რა სახის ემოციები ჰქონდა, როდესაც ეს ამბავი შეიტყო.
მან საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრა, სადაც საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურში, „დინამო არენაზე“ ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს.
„არ უნდა მოვეშვათ, არაფერი უნდა დავაკლოთ არცერთი პროცენტით, პირიქით, მეტი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ჩვენი პატარა, დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. რაც დაგეგმილი გვქონდა, როგორც გუნდს, ასე ვთქვათ, გულშემატკივრებს ბოლომდე უნდა გავუკეთოთ ეს შედეგი.
როდესაც იგებ, რომ უკვე გამოძახებული ხარ და უნდა ჩახვიდე ნაკრებში, ისეთი ემოციებითა და სიხარული ვხვდები, მართლაც ძალიან მიხარია, რადგან ისეთი მეგობრული, ოჯახური გარემოა, რომ არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მოედნის გარეთ ყველაფერი უნდა დადო ამ ბიჭებისა და გულშემატკივრებისთვის“, – განაცხადა კვარაცხელიამ ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას.
