სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
ტაძარში პატივის მისაგებად მივიდა პოეტი ტარიელ ხარხელაური.
„როდესაც პატრიარქად აკურთხეს, გაგვაერთიანა. (ხომ შეძლო ჩვენი გაერთიანება). წასვლით ბევრად უკეთესად გააკეთა. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რა პლატფორმაზე იდგა, ყველა მოვიდა. გუშინ მთელი დღე სამებაში ვიყავი. ვათვალიერებდი საზოგადოებას და ბედნიერი კაცი ვიყავი. ყველაზე ხნიერი მე აღმოვჩნდი. ეს არის ის, რაც იმედს გაძლევს. ხანდახან ხომ არის, რომ იმედი ქრება. არის შემთხვევა რომ იმედმა მიიძინა. მაგრამ გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ გამოგვაფხიზლა. კიდევ ერთხელ მიგვანიშნა, ვინ ვართ. ილია ჭავჭავაძე ხომ ამბობდა. რანი ვიყავით, რანი ვართ და რანი უნდა ვიყოთ….
რანი უნდა ვიყოთ, ეს დღეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ. მომავალს რომ ჩვენზე სათქმელი ჰქონდეს. ჩვენ თუ ერთმანეთს ვერ შევეგუენით, თუ ერთმანეთთან სიყვარულით მისვლა ვერ შევძელით, ჩვენ ყოფნას არანაირი აზრი არ აქვს“, – ამბობს ტარიელ ხარხელაური „რუსთავი 2“- თვის მიცემულ ინტერვიუში.
სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება.
საპატრიარქოს ინფორმაციით, ილია II-ისთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარი ღია იქნება 24 საათის განმავლობაში.
