LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდესაც ვლაპარაკობთ შვილებზე და გვგონია, რომ მათ პრობლემები აქვთ, უნდა გადავხედოთ ჩვენს თავებს, ჩვენ ხომ არ გვაქვს რაღაც პრობლემები?! – ფსიქოლოგი სალომე ფანჯიკიძე

105
fanjikidze

ფსიქოლოგმა სალომე ფანჯიკიძემ ვრცლად ისაუბრა, რა გავლენა აქვთ მშობლებს, ბავშვის ფსიქიკის ჩამოყალიბებაზე.

„პირველი რჩევა, რასაც მივცემდი მშობლებს არის ის, რომ ფსიქოლოგის არსებობა გამოვიყენოთ ადეკვატურად. ფსიქოლოგი არ არის ის ადამიანი, რომელსაც უკიდურეს შემთხვევებში უნდა მიმართოთ მხოლოდ. შეიძლება, ვერ ვუგებთ ჩვენს შვილს, მივმართოთ რჩევისთვის ფსიქოლოგს, გავარკვიოთ, არის თუ არა რაღაც ქცევები ნორმაში. როდესაც ვლაპარაკობთ შვილებზე და გვგონია, რომ მათ პრობლემები აქვთ, უნდა გადავხედოთ ჩვენს თავებს. ჩვენ ხომ არ გვაქვს რაღაც პრობლემები?! ხომ არ ვართ შეშინებულები, ყველაფერი ხომ არ გვაშინებს, ხომ არ ვაიძულებთ შვილებს სამყარო აღიქვან საშიშად? ხომ არ ვართ იმპერატიულები, ვთხოვთ ბავშვებს შეასრულონ ყველაფერი, რაც ჩვენს სურვილებს აკმაყოფილებს და მათი სურვილის საწინააღმდეგოა. ხომ არ ვართ ზედმეტად დეპრესიულები და ამას გადავდებთ ჩვენს შვილს?! ჩვენ როდესაც მოვიპატიჟეთ შვილები ამ სამყაროში, მათ არ იცოდნენ არაფერი. ჩვენ ვაძლევთ ამ გამოცდილებას შვილებს“, – განაცხადა სალომე ფანჯიკიძემ „იმედის დღის“ ეთერში.

“ფიზიკურად შეეხეთ ერთმანეთს, ჩაეხუტეთ ხშირად, იყავით ემოციურ კავშირში” – ფსიქოლოგი სალომე ფანჯიკიძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები