LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის დაიწყება ტურისტული სეზონი: საბერძნეთი, კვიპროსი, ხორვატია, ესპანეთი…

626
დასვენება

კორონავირუსი მთელს მსოფლიოს „ატერორებს“. ის, ადრე თუ გვიან, წავა. თუმცა პანდემია ტურიზმზე ალბათ კიდევ დიდხანს აისახება.

ზოგიერთი ქვეყანა ტურისტული სეზონის გახსნას მაინც გეგმავს.

გთავაზებთ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ტურისტული სეზონი არ ჩავარდეს.

საბერძნეთი

კარანტინი ქვეყანაში 21 მარტიდან დაიწყო და ჯერჯერობით გადაწყვეტილია, რომ 27 აპრილამდე გაგრძელდება. აქტიურად განიხილება საკითხი, რომ სამრეწველო ობიექტები 10 მაისიდან გაიხსნას. სიტუაციის სრულ დარეგურილებას, ოპტიმისტური სცენარის  შემთხვევაში, მაისის ბოლოდან ელოდებიან.

Туры в Никосия (Кипр) от 280$ из Одессы | Best-Tour.od.ua

კვიპროსი

კარანტინი ამ ქვეყანაში 30 აპრილიდან მოქმედებს. ტურისტულ კომპანიებს სახელმწიფო ეხმარება. გამოყოფილი თანხის 60% ხმარდება პერსონალის ხელფასებს. სასტუმროების გახსნა 1 ივნისზე ადრე არ იგეგმება.

ხორვატია

რეგიონში ტურისტების უმეტესობა რუსეთიდან ჩადის. ტურისტული სეზონი ქვეყანაში ივნისში იწყება. სასტუმროები ჯერჯერობით აკვირდებიან სიტუაციას და აუცილებლობის შემთხვევაში დააჩქარებენ სამსახურის დაწყებას.

მონტენეგრო

აქ სასტუმროები მზად არიან, რომ სეზონი ნებისმიერ მომენტში გახსნან. იმ შემთხვევაშიც კი თუ სეზონი მოგვიანებით დაიწყება. მონტენეგროში ზაფხულში ტურიზმით გამომუშავებული თანხა მთელი წელი ჰყოფნით, ამიტომ ქვეყანაში დიდი იმედი აქვთ, რომ ტურისტები კორონავირუსის მიუხედავად მაინც ჩავლენ.

საფრანგეთი

ქვეყანაში კარანტინი 11 მაისამდეა გამოცხადებული. ბევრმა სასტუმრომ დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება, რომ მაისის ბოლომდე არ დაეწყოთ მუშაობა.

საფრანგეთი - სად არის?

საფრანგეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 26 მარტიდან ტუროპერატორებზე და ტურისტულ სააგენტოებზე ექვივალენტური მომსახურებისთვის სერთიფიკატი გაიცემა, რომელიც იმუშავებს 18 თვის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ კლიენტს უფლება ექნება, თანხის დაბრუნება მოითხოვოს.

ესპანეთი

ესპანეთში 26 აპრილამდეა გამოცხადებული კომენდანტის საათი. ამ მომენტისთვის ქვეყანში 5 მილიონი უმუშევარია და თვის ბოლოს მათი რიცხვი შეიძლება 6 მილიონამდე გაიზარდოს. ეს ფაქტი თავისთავად იმოქმედებს ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე გაიხსნას თუ არა საზღვრები. ჯერჯერობით ესპანურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ 2020 წელს ესპანეთი ტურისტებს არ მიიღებს და თუ ყველაფერი ოპტიმისტური სცენარით  განვითარდა, უცხო ქვეყნის ტურისტები ესპანეთის სანაპიროებზე დასვენებას მხოლოდ 2021 წელს შეძლებენ.

Пустующий пляж в туристическом поселке Гуардамар, провинция Аликанте

ტუნისი

ქვეყანაში მკაცრი კარანტინი 20 მარტიდან 20 აპრილამდე იყო გამოცხადებული, თუმცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით საგანგებო მდგომარეობა 4 მაისამდე გაგრძელდა. ამის შემდეგ იგეგმება შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა.

5 აპრილს ქვეყანაში 3 სასტუმრო ინფექციურ საავადმყოფოდ გადაკეთდა და დაახლოებით 1500-მდე პაციენტი მიიღო.

ტუნისში გამოცხადებულია კომენდანტის საათი და წესების დაცვას ჯარი აკონტროლებს. მდგომარეობის კონტროლში ჩართულია ვერტმფრენებიც. ხელისუფლების განცხადებით, დაკავებულია ასობით ადამიანი, რომლებმაც კარანტინის წესები დაარღვიეს.

ტუნისში ორმაგი ტერაქტი მოხდა | imedinews

იკრძალება მეჩეთში წასვლა, დაკეტილია კაფეები და რესტორნები. სავარაუდოდ ქვეყანა საზღვრის გახსნას კიდევ დიდი ხანი არ განიხილავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g