LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის გამოვა „უსაშველოების“ მეორე სეზონი: „ჩემი ყველა სიტყვა, ჩემი ყველა მოქმედება არის 100%-ით გულწრფელი… მზად ვარ ყოველთვის ყველაფრისთვის, სიმართლე მიყვარს…“

2459
ზაზა-ნოზაძე

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია რეპერი და რეჟისორი, ზაზა ნოზაძე, რომლის მიერ გადაღებული სერიალი „უსაშველოები“ „იუთუბის“ ნამდვილ რეკორდსმენად იქცა.

ზაზა და ბავშვობა…

გარეუბანში დავიბადე და გავიზარდე, შემდეგ უნივერსიტეტში ჩავაბარე, სულ პლეხანოვზე ვიყავი, თეატრალურში სულ სხვა ადამიანი შევედი და გამოვედი. „დოქტორ დრე“ იყო პირველი რეპერი, ვინც მოვისმინე. განსაკუთრებული კავშირი ვიგრძენი. მიყვარდა ქართული ფილმების ყურება და ყველას პაროდიას ვაკეთებდი, კიდევ მიყვარდა უბანში ყოფნა. 13 წლის ასაკში ჩავწერე პირველი სიმღერა. როცა ჩემს სიმღერებს ვუსმენ ხოლმე, თითქოს დღიურივითაა.

როდის მოვიდა პირველი აღიარება?

აღიარება ჯერ არ მოსულა. მე არც არავის აღიარებას ვითხოვ, ყველაზე მნიშვნელოვანი არის, როცა ადამიანები პატივს გცემენ და უყვარხარ. ეგ მომენტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

რა არის რეპი შენთვის?

რეპი არის კავშირი, რეპი არის თავისუფლება, რეპში აკეთებ ყველაფერ იმას, რაც გინდა. რეპმა მუსიკალური ინდუსტრია გადაყლაპა. აი, ნახეთ საქართველოში რეებს იზამს რეპი. მით უმეტეს, რომ მოდის საოცრად ნიჭიერი ახალი თაობა…

მთელი ცხოვრება მიმართლებდა პედაგოგებში, ბუბა ხოტივარს დიდი დამსახურება აქვს ჩემი კარიერის ჩამოყალიბებაში.

საიდან წამოვიდა „უსაშველოების“ იდეა?

ძალიან ბევრს ვშრომობთ, ვფიქრობთ, რომ უფრო და უფრო მაგარი ხარისხი გამოგვივიდეს. რაც შეეხება იდეას, ბავშვობიდან საინტერესო იყო ქართველო რეპერის ცხოვრება. ქასთი ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად შევკრიბეთ. ჩვენ ვართ ოჯახივით, მარტო მე არ მინდა, ყველას გვინდა, გვჯერა იდეის, გვჯერა იმის, რასაც ვაკეთებთ. კარგი სცენარით დავაინტერესეთ ყველა, სცენარი ხომ უმთავრესი რამაა. სცენარს მე ვწერ, ეს არის ჩემი საავტორო ნამუშევარი. იანვრის ბოლოს კი „უსაშველოების“ ახალი სეზონიც გამოვა.

კიდევ ერთი პროექტი, რომელშიც შენ იყავი ჩართული, იყო „კეთილები“...

დიახ, ეს სერიალი გრძელდება, პირველი სეზონის რეჟისორი მე ვიყავი, შემდეგ წამოვედი. ბიჭები მაქსიმალურად იხარჯებიან და ველოდები მე-5 სეზონს.

ზაზა, ხშირად გიწევდა ბოდიშების მოხდა

ალბათ, ბერაზე ამბობ…ჩემი ყველა სიტყვა, ჩემი ყველა მოქმედება არის 100%-ით გულწრფელი. კიდევ ბევრი რამ იქნება ალბათ ასეთი ცხოვრებაში. მზად ვარ ყოველთვის ყველაფრისთვის, სიმართლე მიყვარს. რასაც ჩავთვლი სწორად, ყოველთვის ისე მოვიქცევი.

შენი ახალი ალბომ – „შეცვალე ალბომი“მოგვიყევი მის შესახებ.

ეს არის მეორე ალბომი, რომელშიც სადღაც 16 ტრეკია. დიდი მადლობა, რომ ქეთათომ მოგვცა უფლება, ირაკლი ჩარკვიანთან კოლაბორაცია გამოვიდა ძალიან საინტერესო. ამ ტრეკმა ახალი ხალხი შეგვძინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები