რეალითი შოუს ვარსკვლავმა, კიმ კარდაშიანმა „ინსტაგრამზე“ ვიდეოების სერია გაავრცელა, სადაც კვლავ მერლინ მონრის იმიჯს ირგებს. აღსანიშნავია, რომ შავ-თეთრი რეკლამა მოდის კვირეულზე, მილანში, „დოლჩე და გაბანას“ ჩვენებაზეა გადაღებული. კლიპის სიუჟეტის თანახმად, ქერათმიან ლამაზმანს პაპარაცები უთვალთვალებენ და მოსვენებას არ აძლევენ.
41 წლის ვარსკვლავი ერთი ერთში იმეორებს მერლინის ვარცხნილობასა და მანერებს.
„როდის შეეშვება მერლინს?“, „უკვე ზედმეტია ეს ყველაფერი“, – წერენ კომენტარებში.
შეგახსენებთ, კიმმა „მეტ გალა“ 2022-ზე საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა. მან მონრის საკულტო კაბა მოირგო, რომელიც საბოლოოდ დაზიანდა. ამიტომ კიმი კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გახდა.