მომღერალი ბექა ბროლაძე, რომელიც უკვე 11 წელია, ფინანსების სფეროშია, საკმაოდ მდიდრული ცხოვრებით ცხოვრობს და კერძო თვითმფრინავებით მოგზაურობს.
ჟურნალი „სარკე“ (10 სექტემბრის ნომერი) დაინტერესდა, როგორ ახერხებს ასე ცხოვრებას და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.
ბექა ბროლაძე:
ბევრს უთქვამს ჩემთვის, ნამდვილი მილიონერივით ცხოვრობო. 11 წელი ვიმუშავე ბანკში არაერთ მოწინავე პოზიციაზე, მაგრამ შემდეგ ჩემი კარიერის მიმართულება შევიცვალე. ახლაც ფინანსების სფეროში ვარ, ვმუშაობ ერთ-ერთ უცხოურ კომპანიაში, სადაც ფინანსებისა და მარკეტინგის განხრით მიწევს ბევრი მოგზაურობა. ძალიან გამიმართლა, რომ ასეთი შანსი მომეცა ცხოვრებაში. ბუნებრივია, ჩემი ახალი პროფესია მაძლევს იმის საშუალებას, რომ დარჩენილი თავისუფალი დრო პირად მოგზაურობებსაც დავუთმო. მე მიყვარს კარგი ცხოვრება და ბევრს ვშრომობ ამისთვის.

ნახევარ შოუბიზნესს ჰგონია, რომ უკვე კერძო თვითმფრინავიც გყავთ…
უკვე ჩემზე ჭორები დადის, ხომ? ჩემი კომპანია სერიოზული კომპანიაა, რომელსაც შეუძლია, კერძო თვითმფრინავი დაიქირაოს იმისთვის, რომ საქმიან შეხვედრაზე დროულად აღმოვჩნდე. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ბექა ბროლაძეს კერძო თვითმფრინავი ჰყავს, ოკეი, ეგონოთ, მაგრამ სამწუხაროდ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
