LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ არ გავიყინოთ გათბობის გარეშე – 5 რჩევა ექსპერტისგან

164
newspress-collage-zgazfozb3-1697

ბრიტანელმა ბლოგერმა გათბობის გარეშე 5 წელი იცხოვრა, რათა კომუნალურების ხარჯი დაეზოგა. ამ წლების განმავლობაში მას საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდა და რამდენიმე მთავარი რჩევა გამომწერებს გაუზიარა.

ინფლუენსერმა და ფინანსების ონლაინ-ექსპერტმა კლერ დე ლისმა სოციალურ ქსელ tik-tok-ში ვიდეოების სერია შექმნა, სადაც გათბობის გარეშე სითბოს შენარჩუნების მეთოდებზე საუბრობს. მისი რჩევები იმ ადამიანებს გამოადგებათ, ვისაც კომუნალურებზე ფულის დაზოგვა სურს, ანდაც გათბობა სხვა რაიმე მიზეზის გამო არ აქვს. დე ლისის თქმით, ის უკვე 5 წელია სიცივეებს გათბობის გარეშე უძლებს. „მე მსურს, ხალხმა იცოდეს, თუ როგორ შექმნას კომფორტული პირობები და ზამთარში არ დაიტანჯოს“, – აზუსტებს ბრიტანელი.

ბლოგერის ერთი მთავარი რჩევა – პლედებია. ის ყველას ურჩევს, რომ პლედები დიდი რაოდენობით მოიმარაგონ და დააწყონ ყველა ოთახში, მაგალითად – სამზარეულოში, მისაღებში. პლედი ზედმეტი არასდროს იქნება.

გოგონას აზრით, დიდი ყურადღებით უნდა მოეპყროთ წინდებსაც. უმჯობესია თუ შალის წინდებს მოიმარაგებთ, არ დაგავიწყდეთ ასევე შარფები და თბილი სვიტერები.

გათბობისთვის კლერი გამომწერებს სანთლების გამოყენებასაც ურჩევს. საუბარია სანთლებზე, რომლებსაც ალი არ აქვთ და მცირე ზომის სივრცეს არაჩვეულებრივად ათბობენ.

დაბოლოს, ბლოგერის აზრით ზამთარში ყველაზე საჭირო ნივთი ე.წ. სათბურაა. მას სათბურები მრავლად აქვს მომარაგებული და მათ ყველაზე უკეთ ძილის დროს იყენებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები