LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დაგვემშვიდობა ოზი და როგორ ემშვიდობებიან მას ლეგენდები – „წყვდიადის პრინცმა“ ზეცა გაანათა

515
page

22 ივლისის დილას, მუსიკალურ ინდუსტრიაში ეპოქა დასრულდა. Black Sabbath-ის ლეგენდარული ფრონტმენი, ოზი ოსბორნი, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. და დიახ, „წყვდიადის პრინცმა“ ზეცა გაანათა.

ამის შესახებ ინფორმაცია არტისტის ოჯახმა გაავრცელა:

„ამ მწუხარების სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. გვინდა გაცნობოთ, რომ ჩვენი საყვარელი ოზი ოსბორნი დღეს დილით გარდაიცვალა. ამ დროს ის ოჯახის გარემოცვაში, სიყვარულით გარშემორტყმული იყო“, – ნათქვამია განცხადებაში.

გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერ არ დასახელებულა, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ის წლების განმავლობაში ებრძოდა პარკინსონის დაავადებას. ბოლო წლებში გადაიტანა მრავლობითი ოპერაცია და ასევე ფილტვების ანთების არაერთი ეპიზოდი.

ცნობისთვის, სამი კვირის წინ ოზი ოსბორნი და მისი ბენდი, Black Sabbath სცენას დაემშვიდობნენ. გრანდიოზული ფინალური შოუ ოზის მშობლიურ ბირმინგემში გაიმართა და მას 40 ათასი ადამიანი დაესწრო.

კონცერტში სახელწოდებით „უკან დასაწყისისკენ“ სხვა ეპოქალური არტისტებიც ვიხილეთ. მათ შორის იყვნენ: MetallicaGuns N’ RosesSlayerthe Rolling Stones-ის წევრი, რონი ვუდი, Aerosmith-ის ფრონტმენი, სტივენ ტაილერიGojiraMastodonPantera და მრავალი სხვა.

ვიდეო: ლეგენდები სცენაზე – ოზი ოსბორნი და ჯგუფი, Black Sabbath მუსიკალურ სამყაროს გრანდიოზული კონცერტით დაემშვიდობნენ

რამდენიმე დღის წინ ცნობილი ახდა, რომ სწორედ ამ გამოსამშვიდობებელ კონცერტზე დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ, სახელწოდებით „დასაწყისთან დაბრუნება: ოზის უკანასკნელი თავის დაკვრა“ (Back to the Beginning: Ozzy’s Final Bow). 100-წუთიანი ფილმი 2026 წლის დასაწყისში გამოვა. მის წარმოებაზე კომპანია Mercury Studios მუშაობს.

მართლაც, მის უკანასკნელ თავის დაკვრად იქცა ეს შოუ.

„ვერც კი წარმოიდგენთ, რას ვგრძნობ ახლა. გულის სიღრმიდან გიხდით მადლობას“, – სწორედ ამ სიტყვებით დაასრულა ლეგენდამ თავისი გზა.

მის გარდაცვალებას უამრავი ლეგენდარული არტისტი გამოეხმაურა:

„მშვიდობით, ოზი… რა მოგზაურობა იყო… იცურე ზეცაში… ბოლოს და ბოლოს ჰპოვე სიმშვიდე… შენ ნამდვილად შეცვალე როკის პლანეტა!“, – რობერტ პლანტი

„ძვირფასო ოზი, ახლაც კი ვერ ვიკავებ ღიმილს. შენ ჩემი ცხოვრება შეცვალე, გმადლობ, მეგობარო“, – იან გილანი

„არც კი ვიცით, სიტყვებით როგორ გადმოვცეთ, რას ნიშნავდა ოზი ოსბორნი ჩვენთვის. გმირი, პიონერი, შთაგონების წყარო, მენტორი და ყველაზე მეტად, მეგობარი. ეს მხოლოდ რამდენიმე სიტყვაა, რაც თავში მოგვდის. ოზიმ სამუდამოდ შეცვალა ჩვენი ცხოვრება და კარიერა. მან გვასწავლა, როგორ გვეთამაშა „დიდ ლიგაში“, – Metallica.

„ძალიან სევდიანი ვარ ოზის გარდაცვალების გამო. მისი ბოლო გამოჩენა იყო ბრწყინვალე გზავნილი დამშვიდობებისთვის. ის სიყვარული, რაც იქ მის მიმართ იგრძნობოდა, უზარმაზარი იყო. მადლიერი ვარ, რომ კონცერტის შემდეგ შესაძლებლობა მომეცა, რამდენიმე სიტყვა მეთქვა მისთვის“, – ბრაიან მეი.

ვიდეო: შავ ეტლში მჯდომი ოზი ოსბორნის მოულოდნელი გამოჩენა და ფეხზე წამომდგარი პუბლიკა

შეგახსენებთ, ოზი ოსბორნი 1948 წელს, ბირმინგემში დაიბადა. ლეგენდარულ ჯგუფ, Black Sabbath-ის დატოვების შემდეგ მან სოლო კარიერა დაიწყო. ოსბორნი ორჯერ შეიყვანეს „დიდი ბრიტანეთის მუსიკის დიდების დარბაზში“ და „როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში“. მას „ჰოლივუდის დიდების ხეივანში“ ვარსკვლავი აქვს გახსნილი და 5 პრემია „გრემი“ აქვს მიღებული, რომელზეც ის 12-ჯერ იყო ნომინირებული.

„ხარისხიანი მუსიკა წლების შემდეგაც უკვდავია“ – Black Sabbath-ის სინგლი, Paranoid – Spotify-ზე მილიარდ მოსმენას აგროვებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები