LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გადავლახოთ რთული პერიოდი – 5 რჩევა ფსიქოლოგისგან

154
shutterstock-683054410-550x310

ცხოვრება მარტივი არასდროს ყოფილა, თუმცა არის პერიოდები, როდესაც ის განსაკუთრებით რთულდება. ასეთ დროს ორი გამოსავალი არსებობს – ტანჯვა ან ზრდა. სწორი ჩვევების დახმარებით ყველაზე რთული პერიოდის გადალახვა და ძალიან სასარგებლო გამოცდილების მიღებაა შესაძლებელი.

1. გამოხატე გრძნობები

თუკი ემოციებს არ გამოხატავთ, ისინი თქვენში დაგროვდება და ღელვისა და შფოთვის მიზეზი გახდება. ზოგჯერ ემოციები ისეთ ცუდ ჩვევებში გარდაისახება, როგორიცაა მაგალითად – დალევა.
ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ისაუბროთ იმაზე, რაც გაწუხებთ, დაწეროთ, იტიროთ, დახატოთ.. მოკლედ, მიეცით თქვენს თავს საშუალება განთავისუფლდეს იმისგან რაც აწუხებს.

2. შეცვალე ფსიქოლოგია

როდესაც ბედნიერები ვართ – ვიღიმით, როდესაც რთული პერიოდი გვაქვს – ვტირით. ჩვენი ემოციები ჩვენს ფსიქოლოგიაზე დიდ გავლენას ახდენს. თუმცა, ფსიქოლოგიასაც შეუძლია გრძნობებზე გავლენის მოხდენა.
მაგალითად, ღიმილს ბედნიერების განცდის გამოწვევა შეუძლია. საქმე ისაა, რომ როდესაც ვიღიმით ჩვენი ტვინი ბედნიერების ჰორმონს გამოყოფს, მაშინაც კი როცა ამას არ ვფიქრობთ.

3. ფოკუსირდი იმაზე, რისი შეცვლაც შეგიძლია

ყველას, ვისაც რთული პერიოდი უდგას, არჩევანიც აქვს.. ფოკუსირდე იმაზე რისი შეცვლაც არ შეგიძლია, მხოლოდ დამატებით შფოთს გამოიწვევს. უმჯობესია იფიქრო იმაზე, რისი გაკონტროლებაც შესაძლებელია.
ფოკუსის შეცვლა პიროვნული ზრდისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.

4. პრიორიტეტად აქციე საკუთარი თავი
საკუთარ თავსა და საყვარელ ადამიანებზე ზრუნვა, რთულ პერიოდებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მედიტაციას თქვენი დამშვიდება და განწყობის გაუმჯობესება შეუძლია. ვარჯიში ამცირებს სტრესს და ენერგიას ზრდის. საყვარელ სიმღერაზე ცეკვას ან მხიარული ვიდეოების ყურებას თქვენი გონების დასვენება შეუძლია. რაც მომავალში დაგეხმარებათ, რომ პრობლემებს უფრო მეტი ენერგიებით შეუტიოთ.

5. იპოვე მხარდაჭერა
ის ადამიანები, რომლებსაც თქვენს გარშემო კრებთ, დიდ გავლენას ახდენენ განწყობასა და ცხოვრების ხარისხზე.
რთულ პერიოდებში მეგობრები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მხარდაჭერით უზრუნველგყოფენ. უბრალოდ დარწმუნდით იმაში, რომ ნეგატივზე არ კონცენტრირდებით.
საუკეთესო მეგობრები ყველაფრის გადალახვაში დაგეხმარებიან და სამომავლოდ ცხოვრების რწმენასაც დაგიბრუნებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები