LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გავუმკლავდეთ სტრესს – სპეციალისტი ყველას მოძრაობას ურჩევს

126
C342908

ამერიკელი ქორეოგრაფების აზრით სტრესთან გამკლავება და ცუდ ამბებზე სწორი რეაგირება მოძრაობითაა შესაძლებელი.

ორგანიზმისთვის აუცილებელია, რომ ნეგატივი მოძრავი აქტივობით მოიშოროს. წინააღმდეგ შემთხვევაში სტრესის ჰორმონის – კორტიზოლის დონე სულ უფრო და უფრო გაიზრდება და საკმაოდ ცუდი შედეგების გამოწვევა შეუძლია. ამასთან, სპორტით დაკავება ყველა ადამიანს შეუძლია, რაც ამ პრაქტიკას მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის.

სპეციალისტები აზუსტებენ, რომ აუცილებელი არ არის მძიმე ვარჯიშებით თავის მოკვლა და სტრესთან გამკლავება სახლში, ისეთი აქტივობითაა შესაძლებელი, რომელიც თქვენთან ყველაზე ახლოსაა. შეგიძლიათ იცეკვოთ, გაიწელოთ, აუზზე წახვიდეთ, ირბინოთ ან უბრალოდ რიტმულად იმოძრაოთ.

მოძრაობის თერაპია დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ:

• შფოთვას
• ართრიტს
• ქრონიკულ ტკივილს
• დემენციას
• დეპრესიას
• დაბალ თვითშეფასებას
• პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობას.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები