21 ოქტომბერს კიმ კარდაშიანს 38 წელი შეუსრულდა. აღსანიშნავია, რომ ამ ასაკში რეალითი შოუს ვარსკვლავმა კარიერის წარმოუდგენელ სიმაღლეს მიაღწია.
დიდი ხნის განმავლობაში, კიმი შემოსავალს საკუთარი სხეულის დემონსტრირებისთვის იღებდა, სრულყოფილი ფიგურის მისაღწევად კი მას პროფესიონალი კოსმეტოლოგები და ქირურგები ეხმარებოდნენ.
საინტერესოა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სატელევიზიო სახე ხშირად განიცდის მეტამორფოზას, რითაც როგორც გაირკვა დიდად აღფრთოვანებული არ რჩება მისი მეუღლე, კანიე უესტი.
თუ გადავხედავთ ძველ ფოტოებს, მარტივი შესამჩნევია თუ როგორ იცვლებოდა კიმის ცხვირის ფორმა, იზრდებოდა ტუჩისა და მკერდის ზომა და მრავალი სხვა.
მართალია, 3 შვილის დედას შეუძლია არ გათქვას თავისი საიდუმლოები, თუმცა ფაქტია, რომ ფოტოარქივი ბევრ ისეთ სურათს ინახავს, რომლებშიც 38 წლის კარდაშიანი აბსოლუტურად განსხვავებულია.
გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს ასე რომ თავად დააკვირდით, როგორ იცვლებოდა კიმ კარდაშიანის იმიჯი უკანასკნელი 11 წლის განმავლობაში.