LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“როგორ მიხაროდა 5 წლის უნახავ დაიკოებს ჩავეხუტებითქო” – შატილის გზაზე გარდაცვლილი დებ მარუაშვილების ახლობლის წერილი იტალიიდან

1002
BeFunky-collage (3)

შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულებს შორის დები, ხათუნა და ირმა მარუაშვილები არიან.

სოციალური ქსელიდან ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ ხათუნა მარუაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, დას – ირმა მარუაშვილს კი ზოო-ვეტერინალური ინსტიტუტი.

ტურისტული კომპანია Traveler.ge განცხადებას ავრცელებს: “განუზომელია სევდა, რომელსაც ჩვენი გუნდი განვიცდით”

გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ახლობელი ნა­ტა­ლია მა­რუ­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც იტა­ლი­ა­ში ემიგ­რან­ტია, მომ­ხდარს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უმ­ძი­მე­სი პოს­ტით გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

“სულ ხომ ერთად იყავით და ეხლაც ერთად წახვედით იმიერე სოფელში ჩემო გულებოო

აწი ვის დაურეკო ხათო ვის ვკითხო რჩევები?ვინ დამირეკავს, ვინ გამახნევებს, ვინ მეტყვის ნატ ნუ გეშინია.

როგრორ გიხაროდათ ჩემო დაიკოებო საბუთს ვაკეთებ და  საახალწოდ მოვდივართქო, თქვენს სიხარულს საზღვარი არ ქონდა, ეხლა სად მოვიდე ჩემო ლამაზებო

ახლა სად დამელოდებით ჩემო სულის და გულის ნაწილებო, ჩემო სისხლო და ხორცო

ჩვენ ხომ ერთად გავიზარდეთ, ერთად ვიყავით სულ ჩემო დაიკოებოოო, რატომ გამამწარეთ ასე რატომ არ დამელოდეთ

როგორ მიხაროდა ჩემს დებს ვნახავ 5 წლის უნახავ დაიკოებს ჩავეხუტებითქო ,ეხლა რა ვქნა უთქვენოთ

თქვენს საფლავს ჩავეხუტო მარტო. თქვენი სილამაზე მიწაში უნდა დამალოთ ჩემო სიხარულებო.

როგორ მიმძიმს უთქვენობა, რომ იცოდეთ, მიმძიმს რომ ვერ დაგიტირებთ ახლოს ვერ ჩაგეხუტებით საბოლოოდ, მიმძიმს იმის გაფიქრებაც რომ ვერასოდეს შეგეხებით და ვერ მოგეფერებით მეც მინდა თქვენან ჩემო ლამაზო დაიკოებო რატომ არ დამელოდეთ რატომ მიყვარხა ხათოოოო, მიყვარხარ ირმუუუ ძალიან და უზომოდ, ჩემი უდიდესი ტკივილი ხართ რომელიც, არასოდეს განელდება ” – წერს გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ახ­ლო­ბე­ლი ნა­ტა­ლია მა­რუ­აშ­ვი­ლი.

https://www.facebook.com/tsirekidze.natalia/posts/609184133323372

Traveler.ge-ს ხელმძღვანელი: “გუშინ სიცოცხლე დამთავრდა ჩემთვისაც…ჩემს ადგილზე ყოფნას მათ ადგილზე ყოფნა ჯობია…”

დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა. მძიმედ დაშავდა სამი მგზავრი. ისინი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

მთავრობის განკარგულებით, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

შატილის საბედისწერო ტურის მგზავრები: ერთი და გარდაიცვალა, მეორე სიკვდილს ებრძვის

“საშინელება ხდება ჩემს სადარბაზოში… დედის თხოვნაა, ილოცოთ ხატიასთვის, რომ გადარჩეს…”

“იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ” – კელი დეგნანი შატილში დაღუპულების ოჯახებს უსამძიმრებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g