LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოვუაროთ მზისგან დაზიანებულ თმას – სილამაზის აკადემია

590
ქეთა-ფიფია

როგორ მოვუაროთ მზისგან დაზიანებულ თმას – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია” Hair Bar-ის ტრენერმა ქეთა ფიფიამ ისაუბრა.

ქეთა, როგორ შეიძლება დავიცვათ ზაფხულში თმა მზისგან?

 ზაფხულში თმა ზიანდება და გამოიყურება უსიცოცხლოდ როგორც მზის და ზღვის გამო, შესაბამისად საჭიროა დროულად მივხედოთ თმას და მივიღოთ შესაბამისი ზომები ზღვაზე წასვლამდე. კარგი იქნება თუ ზღვაზე წასვლამდე გავიკეთებთ კერატინს, ხოლო ჩამოსვლის შემდეგ გამაჯანსაღებელ პროცედურას ბოტოქსის სახით. ის აღადგენს დაზიანებულ თმას და თმა გაჯერდება ვიტამინებით. შესაბამისად, თქვენი თმა აღარ იქნება უსიცოცხლო მზის შემდეგ.

დამატებით რით შეგვიძლია დავიცვათ თმა…

ალბათ ყველას შეგვიმჩნევია, რომ ზაფხულში თმა მზეზე ხუნდება. გარდა იმისა, რომ შეგიძლიათ ჩაიტაროთ დამცავი და აღმდგენი პროცედურები, ასევე მაქსიმალურად მოარიდეთ თმა ზღვის წყალს და მზეს, მაგალითად ქუდით, რათა არ დაზიანდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები