ახალი ავტომობილის შეძენა, ყოველი ჩვენთაგანისთვის საკმაოდ რთული მომენტია. ბევრისთვის მხოლოდ ვიზუალური მხარეა მნიშვნელოვანი, ზოგიერთისთვის ძრავის სიმძლავრე, კომფორტი, ეკონომიურობა და ა.შ. რის გამოც, თითოეული ჩვენთაგანი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ორჭოფობს.
ასეთ მომენტებში, რთულია იფიქრო სხვა დამატებით გარემოებებზე ავტომობილის შეძენასთან დაკავშირებით. თუმცა, ბევრი დამხმარე საშუალება არსებობს, მაგალითად ჩვენი ჰოროსკოპი. გთავაზობთ იმ ავტომობილების ჩამონათვალს რომელიც ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, სწორად შერჩევაში დაგვეხმარება:
ვერძი
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები საკმაოდ პირდაპირები და ეგოისტები არიან. ასეთი ადამიანები ყოველთვის ცდილობენ ერთი ნაბიჯით წინ იყვნენ გარშემომყოფებისაგან, გარდა ამისა ისინი მიდრეკილნი არიან სისწრაფის მიმართ, შესაბამისად მათთვის აუცილებელია ისეთი ტრანსპორტი რომელიც მათ სიჩქარის წყურვილის მოკვლაში დაეხმარება. ასტროლოგები ვერძებს ურჩევენ Audi TT-ს ან Mazda Rx8-ს. ზუსტად ასეთ ავტომობილს შეუძლია დააკმაყოფილოს ვერძის მოთხოვნილებები. გარდა ამისა ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს ძალიან უყვართ მუსიკის მოსმენა, შესაბამისად მათი ავტომობილი კარგი ხმის სისტემითაც უნდა გამოირჩეოდეს.
კურო
კუროებისთვის დაბრკოლებები არ არსებობს, შუქნიშნის წითელი ნიშანიც კი არ აფერხებს მის მოძრაობას. ამიტომ მათ სჭირდებათ უსაფრთხო ავტომობილი, რომელშიც დაცულნი იქნებიან თავისივე შეცდომებისგან. კუროებს ძალიან უყვართ ავტომობილების მოვლა, ეს განსაკუთრებით მაშინ იგრძნობა როცა მას „აბანავებენ“ . ასეთი ტიპის ადამიანებისთვის რეკომენდირებულია იაპონური ან შვედური წარმოშობის ავტომობილები, მაგალითად: Toyota, Saab, ან Volvo. მიუხედავად იმისა რომ ერთი შეხედვით კუროები ჩხუბისთავებს გვანან, სინამდვილეში საკმაოდ მშვიდები და მოწესრიგებულები არიან. სწორედ ამიტომ მათი ავტომობილის ფერიც მჩატე და მშვიდი უნდა იყოს.
ტყუპები
ადამიანები, ზოდიაქოს ამ ნიშნით, ცვალებადი ხასიათით გამოირჩევიან. სწორედ ამიტომ მათ ყვლაზე მეტი დაკვრივებულობა მართებთ ავტომობილის შერჩევისას. მიუხედავად იმისა რომ ტყუპებს სისწრაფე იზიდავს, სპორტული ავტომობილები მათი შესაფერისი არაა. ისინი საკუთარ თავს ექსპერტებად თვლიან, ამიტომ მათთვის ავტომობილში აუცილებელია იყოს კარგად მომუშავე სასიგნალე სისტემა, რომ ის ემოციები რომელსაც ავტომობილის მართვის დროს იღებენ, კარგად დახარჯონ. მათთვის ზედგამოჭრილია Nisaan X-trail, Volkswagen Tiguan ან Land Rover Freelander-ი. გარდა ამისა, ტყუპებისთვის აუცილებელია ავტომობილში იყოს სისუფთავე და შეფერილი იყოს თბილი შეფერილობით.
კირჩხიბი
შიში და ნერვიულობა – ეს ის თვისებებია რომელიც ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს ახასიათებს. განსაკუთრებით მგრძნობიარეები მეგობრებისა და ოჯახის წევრების მიმართ არიან და უდიდეს ყურადღებას აქცევენ მათ. შესაბამისად ისინი ძალიან ხშირად დადიან ნათესავებთან, შესაბამისად მათთვის იდეალური ავტომობილი საოჯახო ტიპის ტრანსპორტია, მაგალითად: Opel Zafira, Mazda 5 ან Honda FRV. ხოლო დასაოჯახებელი ან წვრილშვილიანი კუროსთვის იდეალური ავტომობილი Mazda 6 ან Volkswagen Passat-ია, ასეთი ტიპის ავტომობილები მათთვის ყველაზე პრაქტიკული და მოსახერხებელია ნებისმიერ სიტუაციაში.
ლომი
მონადირე და ძალაუფლების მოყვარულ ლომებს ძალიან უვართ მდიდრული ნივთები, რომლებითაც ტრაბახი შეეძლებათ. ძალიან უყვართ საკუთარი თავი და ყურადღების ცენტრში ყოფნა. ამ ზოდიაქოს წარმომადგენლებისთვის რეკომენდირებულია ავტომობილი, რომელიც მუდმივად ყურადღების ცენტრში ამყოფებს მეფე ლომს. მათთვის საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა რა შეუძლია მის ავტომობილს, მთავარია იყოს ძვირადღირებული და მდიდრულად გამოიყურებოდეს. მაგრამ თუკი მათ ჯიბე ხელს არ უწყობთ, არჩევანის შეჩერება შეუძლიად Mercedes-Benz A Class–ზე ან Mini Cooper-ზე.
ქალწული
ამ ნიშნის წარმომადგენლები საკმაოდ აკურატული, წყნარი და მშვიდი ადამიანები არიან. ავტომობილის შეძენის შემთხვევაში, მზად არიან მთელი ცხოვრება ატარონ ის. ნაკაწრების, ჭუჭყის, დამახინჯებული დეტალების კვალს, მის მანქანაზე ვერასოდეს მიაგნებთ. ასეთი ადამიანებისათვის კარგი ვარიანტი იქნება გერმანული მარკა Vlokswagen. ყველაზე მეტად ქალწულს კომფორტი და პრაქტიკულობა იზიდავს ავტომობილში. უგზოობის პირობებში საუკეთესო ავტომობილი მათთვის Lend Rover Discovery 3 ან Mitsubishi Pajero იქნება. ავტომობილის ფერი შეიძლება იყოს სერი ან შავი, ხოლო სალონის ბეჟი ფერი იდეალურად მოუხდება ქალწულის ხასიათს.
სასწორი
სასწორებს ხშირად მავნეებად და მოსაწყენებად მიიჩნევენ, რაც გასაკვირი არცაა. გასაკვირი არ იქნება ისიც რომ მათთვის ავტომობილის შეძენაზე ფიქრი თვეობით იწელება. სასწორები ზედმიწევნით ზუსტად არჩევენ მათთვის მნიშვნელოვან დეტალებს ავტომობილში, როგორ ავტომობილიც არ უნდა ყავდეთ, ისინი მუდამ კმაყოფილები იქნებიან, მან ხომ მთელი თვეები მოანდომა მის შეძენას. საუკეთესო მანქანის ფერი მათვის მუქი მწვანეა ავტომობილი კი Alfa-Romeo ან Fiat-ი.
მორიელი
მორიელებს ყოველთვის სწორი წარმოდგენა აქვთ საჭირო ავტომობილზე. მათვის მთავარია სიმძლავრე. ვერძების მსგავსად მათაც სისწრაფე იზიდავთ, ამიტომ მათთვის შეუძლებელი არაფერია. ისინი თავს გზის მეფეებად გრძნობენ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ავტომობილი ვიზუალურად კარგად არ გამოიყურება, მათთვის მთავარია რა დევს კაპოტქვეშ, თუმცა არც ვიზუალურად მდიდრულ ავტომობილებზეც არ ამბობენ უარს. მათთვის რეკომენდირებულია Mercedes-Benz E55 AMG ან ყველა ავტომობილი რომელის ძრავიც 5.0–ზე ნაკლები არაა.
მშვილდოსანი
თავისუფლება ყველაზე პრიორიტეტულია მშვილდოსნისათვის. ამიტომ ავტომობილი სრულად უნდა პასუხობდეს მათ მოთხოვნილებას. Ford Expedition მშვილდოსნებისთვის საუკეთესოა. მაგრამ, თუ მსგავსი გაბარიტების ავტომობილი მისთვის მიუღებელია, არჩევანი შეიძლება გააკეთოს მოცულობით უფრო პატარა, მაგრამ მძლავრ ავტომობილზე. მაგალითად : Citroen C4, Peugeot 307. ასეთი ავტომობილი ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ თითქმის ყველა ადამიანს იზიდავს, მითუმეტეს თუ იქნება ყვითელი ან ფორთოხლისფერი შეფერილობის.
თხის რქა
თხის რქები მთელი ცხოვრების განმავლობაში ფიქრობენ თავიანთ მდგომარეობაზე და ცდილობენ ყოველთვის მაღალ საფეხურზე იდგნენ საზოგადოებაში. სპეციალურად ასეთი ადამიანებისთვის არის შექმნილი Saab და Volvo. რომლებიც ძალიან პრაქტიკული და საიმედოა.
მერწყული
ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს, უყვართ თანამედროვე ტექნოლოგიები, კომპიუტერები და მსგავსი ტექნიკა. მათთვის საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება თუ შეიძენენ Lexus RX400h, რომელიც წარმოდგენილია ჰიბრიდული ძრავით. აგრეთვე კარგი ვარიანტია Nissan Primera, რომელიც უკანა ხედვის კამერით არის აღჭურვილი.
თევზები
ძალიან რთული და არაპროგნოზირებადი თევზებისთვის მანქანის არჩევა დამოკიდებულია მის წარსულზე. მას საერთოდ არ ანაღვლებს როგორ გამოიყურება ავტომობილი, რა ძრავი აქვს ან რა ღირს, მთავარია ავტომობილი იყოს ლურჯი ფერის. მათ ძალიან უყვართ სისუფთავე, ამიტომ მათი ავტომობილი მუდამ სუფთად გამოიყურება.