მომღერალ საბა კემულარიას მეორე ნახევარი, კესო გაფრინდაშვილი ასევე მღერის. „ალილოს“ წევრის მეუღლე ჟურნალ „სარკესთან“ (2 ივლისის ნომერი) ამბობს, რომ გაცნობის დღიდან მასთან ერთად ამღერდა:
„გაცნობის მესამე დღიდან ერთად ვმღერით. სიმღერის სიყვარული დიდი ფაქტორი იყო ჩვენს ურთიერთობაში. საბა რომ გავიცანი, რამდენიმე დღეში მისი მეგობრის ოჯახში მოვხვდით. ძალიან მომღერალი ოჯახი დაგვხვდა. გიტარა გამომიტანეს და იქ შევასრულე პირველად სიმღერა. სხვათა შორის, პირველად მე და საბამ ვიმღერეთ „ყაყაჩო“.
როგორია თქვენი ოჯახური ცხოვრება?
როგორც ყველა წყვილმა, ჩვენც გავიარეთ ამ 7 წლის განმავლობაში კარგი და ცუდი პერიოდებიც. ასეთი ეტაპის გავლის გარეშე ოჯახი არ არსებობს. ახლა ჩვენს ოჯახში მშვიდი და ლაღი ატმოსფეროა. მუსიკა ნამდვილად დიდი დოზითაა ჩვენს ცხოვრებაში. ჩვენი პატარა შვილიც ცდილობს, იმღეროს…“