LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Rolls-Royce-მა მფლობელებს Cullinan-ის უკანა სავარძლების გამოყენება აუკრძალა

132
1098x1098 (1)

Rolls-Royce-მა გამოაცხადა კროსოვერ Rolls-Royce Cullinan-ის გაწვევა მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების პოტენციური რისკი გამოვლინდა. პრობლემა უკავშირდება ერთ არასაკმარისად მოჭერილ ჭანჭიკს რის გამოც კომპანიამ მფლობელებს დროებით ურჩია არ გამოიყენონ უკანა სავარძლები და არ დატვირთონ საბარგული.

აღნიშნულია, რომ ხარვეზი შესაძლოა 2019 წლის გამოშვების ავტომობილებშიც არსებობდეს.

კომპანიის სპეციალისტებმა პრობლემა საკუთარი ტესტირების დროს აღმოაჩინეს – უკანა ნაწილში მეტალის უსიამოვნო ხმამ ყურადღება მიიქცია. შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ შესაძლოა არასაკმარისად იყოს მოჭერილი უსაფრთხოების ღვედის მექანიზმის ერთ-ერთი ჭანჭიკი.

თუ ეს დეტალი დროთა განმავლობაში კიდევ უფრო შესუსტდება, უსაფრთხოების ღვედი ვეღარ უზრუნველყოფს მგზავრის სათანადო დაცვას ავარიის დროს. გარდა ამისა, კომპანია რეკომენდაციას არ უწევს საბარგულის გამოყენებას – შეჯახებისას ინერციით გადაადგილებულმა ტვირთმა შესაძლოა უკანა სავარძლის ზურგი სალონისკენ გადმოწიოს.

სრული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ პრობლემა შეიძლება შეეხოს 102 კროსოვერს, რომლებიც 2019 წლის ნოემბრიდან 2025 წლის ნოემბრამდეა წარმოებული. პოტენციურად დაზიანებული ავტომობილების მფლობელებს სერვისცენტრებში შემოწმებისთვის მაისიდან მიიწვევენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები