LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომ არა თქვენ, მე უკვე ჩემს თამოსთან ვიქნებოდი – თეონა თამაზაშვილი ოჯახის წევრებსა და ექიმებს მადლობას უხდის

7480
თეონა თამაზაშვილი

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა სოციალურ ქსელში ოჯახის წევრებსა და კოლეგებს მადლობას უხდის და წერს, რომ ისინი რომ არა, ის უკვე „თავის გარდაცვლილ შვილთან თამარ ბაჩალიაშვილთან ერთად იქნებოდა“.

თეონა თამაზაშვილი წერს, რომ უფალმა მისი გიოსთან, მეორე შვილთან დატოვება გადაწყვიტა, რადგან მას სჭირდება.

„მადლობა ჩემს მეორე ოჯახის წევრებს, ჩემს კოლეგებს, შპს „ბიჯი უნიმედის“ კოლექტივს დირექტორ მადინა ინჯგიას ხელმძღვანელობით ჩემი გადარჩენისთვის. რომ არა თქვენ, მე უკვე ჩემს თამოსთან ვიქნებოდი. ვინაიდანაც იმ ქვეყნად დრო არ არსებობს, ამიტომ გადაწყვიტა უფალმა გიოსთან დატოვება, რადგანაც მას ვჭირდები აქ. მადლობა პროფესიონალიზმისა და უანგარო სიყვარულისთვის. ყველანი მიყვარხართ და ძალიან გამიმართლა თქვენ გუნდში რომ ვარ“, – წერს თეონა თამაზაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები