უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში, ევროპაში ან ამერიკაში სამკურნალოდ გადაიყვანონ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც რომან გოცირიძე წერს, „პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეუძლია პრობლემა ერთ წუთში გადაჭრას“.
„სალომე ზურაბიშვილს შეუძლია გამოეხმაუროს უკრაინის პრეზიდენტის თხოვნას და ერთ წუთში გადაჭრას პრობლემა, რომელიც არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას უკავშირდება, არამედ ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას და მის მომავალს.
ეყოფა კი ამის გამბედაობა?!“ – წერს რომან გოცირიძე.
ამავე თემაზე:
