LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელი პროცედურების ჩატარება არის რეკომენდებული გაზაფხულზე – სილამაზის აკადემია

149
ნანა-ხაზარაძე

რომელი პროცედურების ჩატარება არის რეკომენდებული გაზაფხულზე – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ კოსმეტოლოგმა ნანა ხაზარაძემ ისაუბრა.

ძალიან მნიშვნელოვანია გაზაფხულზე სწორად მოვუაროთ სახის კანს, რადგან ამ სეზონზე კანი მეტად გვიშრება და მას ესაჭიროება კარგი დატენიანება. პირველ რიგში კარგი იქნება ჩავიტაროთ სახის წმენდა, შემდგომი პროცედურა პილინგი და ბოლოს ბიორევიტალიზაცია, მეზოთერაპია, პლაზმოთერაპია…

ამ პროცედურებს ირჩევს თვითონ სპეციალისტი, რადგან საწყის ეტაპზე უნდა დადგინდეს სახის კანის ტიპი. პროცედურები გვეხმარება სახის კანის დატენიანებაში, გარდა იმისა რომ ვიტარებთ პროცედურას აუცილებლად ყოველდღიურ რუტინად უნდა დაემატოს სახის საცხი და დამცავი SPF არანაკლებ 30.

სახის წმენდა რა დროს ტარდება?

არსებობს 2 ტიპის წმენდა ზედაპირული და ღრმა. ზედაპირული წმენდა ძირითადად ტარდება მშრალი კანის მქონე ადამიანებზე, რადგან მათი სახის კანი არის თხელი სტრუქტურის და კაპილარებიც ძალიან ახლოს არის განლაგებული. ცხიმიანი კანის შემთხვევაში კი კანი არის უფრო ფორიანი, ასევე არის შავი და ყვითელი წერტილები, რასაც კომედონებს ეძახიან. წმენდა ტარდება ცხიმიან კანზე 3 თვეში ერთხელ. მშრალი კანის დროს კი ეს პროცედურა ტარდება 6 თვეში ერთხელ.

პილინგი რა დროს და რა შემთხვევაში ტარდება?

პილინგი არის ერთ ერთი გავრცელებული პროცედურა, რომელიც უცხო არ არის ჩვენი პაციენტებისთვის, პილინგის დროს ხდება მკვდარი უჯრედების აშრევება, აქერცვლა, რასაც ექსფოლიაციას უწოდებენ, რის შედეგადაც ხდება სახის კანის გაუმჯობესება. პილინგი არის სხვადასხვა: ქიმიური, ფერმენტული, მექანიკური, ლაზერული, რადიოტალღური, კარბონის. ეს პროცედურები აშორებს კანის გარქოვანებას, ხდის კანს ბზინვარეს.

რისთვის არის საჭირო ბიორევიტალიზაცია?

ბიორევიტალიზაცია არის სახის კანის გაახალგაზდრდავების თერაპიული მეთოდი, რომლის დროსაც ხდება კანის სტრუქტურის გაჯანსაღება, ნაოჭების შევსება, ლიფტინგი დატენიანება. ბიორევიტალიზაციის დროს ხდება კანისა და კანქვეშა ქსოვილების გამდიდრება ჰიალურონის მჟავით, რომელიც პასუხისმგებელია სახის კანის სიჯანსაღეზე, ამ პროცედურის შემდეგ სახის კანი ხდება გლუვი და ელასტიური. ეს პროცედურა ტარდება როგორც სახეზე, ასევე ყელი-დეკოლტე-ხელის მტევანზეც. ამ პროცედურის ჩატარება ხდება 25 წლის შემდეგ რადგან სახის კანში მცირდება კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავება. ამ დროს სახის კანი იწყებს დაბერებას.

როგორ მოქმედებს კანზე მეზოთერაპია და პლაზმოთერაპია?

ეს არის როგორც ინექციური ასევე აპარატურით შეიძლება ამ პროცედურის ჩატარება, რომლის დროსაც ხდება კანქვეშ სხვადასხვა კოქტეილების შეყვანა, ეს არის პეპტიდები, ვიტამინი სხვადასხვა სახის, ამინომჟავები, და ჰიალურონის მჟავა. ეს პროცედურა ტარდება როგორც აკნეს დროს, ასევე გამოიყენება ნაწილაკების ნაოჭების წინააღმდეგ, ცხიმიანი და მშრალი კანის შემთხვევაშიც, პიგმენტური ლაქების დროსაც. ეს პროცედურა ტარდება ნებისმიერ ასაკში.

რაც შეეხება პლაზმოთერაპიას, ის ეფექტური მეთოდია სახის კანის გაჯანსაღებისთვის. პლაზმოთერაპია ინექციური მეთოდია, რომელიც ნიშნავს საკუთარი სისხლის პლაზმის ინფექციას. ის გამდიდრებული თრომბოციტებით, ეს პროცედურა ტარდება სახე-ყელი -დეკოლტეს ზომებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები